საზოგადოება

პუბლიკა

დასავლეთი აუცილებლად აღმოჩნდება და უკვე არის მეტაფიზიკის გარდაუვალობის აღიარებამდე, იმის გათვითცნობიერებამდე, რომ ადამიანის სიცოცხლის მარადიული დანიშნულებით შევსება აუცილებელია მისი პიროვნული განვითარებისა და სრულყოფისათვის. ამ ვითარებაში სულაც არ არის მეტაფიზიკის ძიება აღმოსავლურ რელიგიებში ან ახალი კვაზი-რელიგიური მეტაფიზიკების გამოგონება, არამედ თავად თავის ქრისტიანულ წიაღში შეუძლია ევროპას, ეს მეტაფიზიკა იპოვოს.

რეკლამა

ინფლუენსერი წყვილი საკუთარი წარმატების მეთოდებზეც საუბრობს. „უნდა გქონდეთ კოლაბორაციები, ინტენსიურად ქმნიდეთ ხარისხიან კონტენტს, გამოიყენოთ გათამაშებები, დაჯილდოებები და „ჩელენჯები“, - ამბობენ გიორგი და თეონა.

სალომე გორგოძე

პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მედიაციის პროცესი რომელიც 7 ოქტომბრიდან დაიწყო უშედეგოდ დასრულდა – შპს „ქართულმა სახლმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა ხელფასის 49%-ის ოდენობით.

ქრისტინე მუჯირი

როგორც გადაცემის წამყვანი მიიჩნევს, ნიშანდობლივია, რომ ახალი სეზონი, წინასაარჩევნოდ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალური გადაცემების გარეშე დაიწყო. პანდემიის პირობებში, მაშინ, როცა აჭარაში კრიტიკული სიტუაციაა, ვირუსის გამო ასევე გაჩერებულია სამედიცინო გადაცემა „იმპულსი“, რომელიც აქამდე უპრობლემოდ გადიოდა ეთერში.

სალომე გორგოძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექთნის, ნონა ზანდარაშვილის გათავისუფლება იაშვილის სახელობის კლინიკიდან უკანონოდ მიიჩნია და მოპასუხე მხარეს მისთვის 18 თვის განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

პუბლიკა

ამ პოდკასტში მინდა გავაანალიზო სექსუალობა და სურვილი, როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი, განსაკუთრებით ისეთ სუბიექტებთან მიმართებაში, რომლებსაც, საქმიანობის გამო, უხდებათ, გარკვეულწილად, საკუთარი იდენტობის ამ ასპექტის დათმობა, მასზე უარის თქმა.

სალომე გორგოძე

ბავშვთა დაცვის რეფერირების სისტემის მიზანს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენა, მისი მდგომარეობის შეფასება და ძალადობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში – შესაბამისი ორგანოების ინფორმირება. ამ მოქმედებების დროულობა და მოქნილობა, თავის მხრივ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დროულ იდენტიფიცირებასა და შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირებას.

პუბლიკა

ეს არის ჩვენი ბოლო პოდკასტი, რომელშიც პანდემიასა და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში ქალების ეფექტიან მმართველობაზე ვისაუბრებთ. დღეს გვინდა, ლიდერი ქალების და მათ მიერ განხორციელებული წარმატებული გადაწყვეტილებების შესახებ მოგიყვეთ, რომელზეც პანდემიის დაწყებიდან მედია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქტიურად ალაპარაკდა.

ალექსანდრე ქეშელაშვილი

20 სექტემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობის მცხოვრებ შმაგი მუთოშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომის პარალელურად პანკისში მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართებოდა. მუთოშვილის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ მუთოშვილის დაკავება ქავთარაშვილების ოჯახმა მოაწყო. საუბარია იმ ოჯახზე, რომლის წევრიც 2019 წელს შმაგი მუთოშვილის ძმის, ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

პუბლიკა

სხეულის ხატის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება და მასზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები. ყველაზე ხშირად კი სწორედ ნაცნობების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა და შენიშვნებმა შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი აზროვნების ჩამოყალიბებაში.

პუბლიკა

ჩემი პოდკასტების ციკლის მეშვეობით შევეცადე მსმენელისთვის გამეცნო ალტერნატიული ფემინისტური აზრი - გადავწყვიტე ეს ციკლი პირადად ჩემთვის ყველაზე ახლობელი იდეოლოგიით, მწვანე ფემინიზმით დამესრულებინა. პირველ რიგში, რომ განვაზოგადოთ, როცა ვსაუბრობთ მწვანე ფემინიზმზე, ვგულისხმობთ კავშირს გარემოსდაცვით საქმიანობასა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას შორის.

ქრისტინე მუჯირი

პარასკევს, 11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მცხეთაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე წარადგინა. კერესელიძის წარდგენისას გახარიამ ისაუბრა მორატორიუმზე, რომელიც მცხეთაში 2015 წლის აგვისტოდანაა დაწესებული. აღნიშნული მორატორიუმით მცხეთაში, რომელიც UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, შეზღუდულია ახალი მშენებლობები.