საზოგადოება
ჯოყოლოს - ხეობის ერთ-ერთ სოფელს რამდენიმე კვირის წინ ვესტუმრეთ, როცა ჯერ კიდევ თოვლი იდო. რა მოხდა? რატომ? რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება? – ამ კითხვებს პანკისში აქტუალობა ერთი წლის შემდეგაც არ დაუკარგავს. რესპონდენტები გველაპარაკებიან გულღიად. მათ ხმაში ცხადად იგრძნობა წყენა და ბრაზი...
უკვე თითქმის წელიწადია, საქართველოს შრომის ბაზარზე დამსაქმებლები კადრების დეფიციტზე ალაპარაკდნენ. თვე არ გავა, რომელიმე მედიაში მსგავსი შინაარსის ფრაზები არ შეგხვდეთ: „კადრებს სანთლით ვეძებთ“, „თანამშრომლებს ვერ ვპოულობთ“, „დირექტორს უფრო მარტივად იპოვი, ვიდრე მიმტანს“, „მომსახურე პერსონალის პოვნა ფანტასტიკის სფერო გახდა“.
„სიკვდილის შემდეგ დედას უნდოდა კრემაცია და ჩვენ ეს სურვილი შევუსრულეთ, თუმცა საზღვარგარეთ“ - საქართველოში კრემაციის სერვისის მიღება შეუძლებელია
საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ სხვა კულტურაში, მოხუცებულები განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ, თუმცა საბჭოთა ათწლეულების, მანამდე კი რუსული ცარიზმის ბატონობის გამო ეს ცნება ხშირ შემთხვევაში ოდიოზურიც გახდა, ძირითადად ბობოლა მოხუცებულების გამო.
სექსუალური შევიწროების პირველი და ჯერჯერობით ბოლო საქმე, რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, თათია სამხარაძის საქმეა. 2016 წელს მან ღიად ისაუბრა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ და სასამართლო დავა დაიწყო. ამას მოჰყვა სხვა გახმაურებული საქმეებიც და #Metoo კამპანია, რომელმაც კარგად აჩვენა, როგორც პრობლემის მასშტაბი, ასევე საკანონმდებლო რეგულაციის საჭიროება. კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების განმარტება 2019 წლის მაისიდან გაჩნდა.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საბინაო ფონდი კერძო საკუთრებაში გადავიდა, ხოლო საბინაო მშენებლობის საკითხი, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, მთლიანად კერძო სექტორზე იქნა დელეგირებული.
„მევახშეობა უპირველესად სიღარიბესთან, არასათანადო სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სერვისების ხარვეზებთან არის დაკავშირებული. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები ჯანმრთელობის საჭიროებების გამო თანხმდებიან მევახშეების მიერ შემოთავაზებულ მძიმე პირობებს"
„მოძრაობა ხმა“ მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგებს შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც აღწერილია თუ რას ჰყვებიან მასწავლებლები სკოლებში მოსწავლეთა შიმშილის შესახებ, აღწერენ თუ რა გავლენას ახდენს ეს სასწვალო პროცესზე და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს უფასო სასკოლო კვლებას სასკოლო საზოგადოებისათვის.
ვირჯინია ვულფის კლასიკად ქცეული ფემინისტური ტექსტი „საკუთარი ოთახი“ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში მწერალი ქალების ადგილს, ზოგადად მწერლობის პროცესსა და მასზე ყოფითი, მატერიალური, ეკონომიკური გამოცდილებების ზეგავლენებს აანალიზებს.
რა არის ემოციური რეგულაცია და რა როლი აქვს მას მოზარდის განვითარებაში? როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ქცევის კონტროლში? და რა სირთულეებს წააწყდება ის, თუ არ აღვჭურავთ შესაბამისი უნარებით – მაგალითად, როგორ უნდა გაუმკლავდეს ბრაზს, სევდასა თუ იმედგაცრუებას
„ამდენი წელია ვემსახურები ფეხბურთს. შენიშვნაც კი არ მქონია არასოდეს. ვემსახურებოდი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდას. საზოგადოებაში კარგად მიცნობს ყველა, ოზურგეთში მითუმეტეს. მაქვს უმაღლესი კატეგორია ფეხბურთში, უეფას A კატეგორიის მწვრთნელი ვარ. ეს კაცი რომ მოვიდა, დამიწყო დევნა. არანაირი კონფლიქტი და არანაირი შეხება არ მქონია მასთან, მაგრამ როგორც კი გახდა მერი, „მერცხალის“ დირექტორმა დამიბარა და მითხრა გათავისუფლებული ხარო. მიზეზი რა არის-თქო რომ ვკითხე - არ მოსწონხარ ამ ავთო თალაკვაძეს და რა ვქნა მეო, ასე მიპასუხა. დაარქვეს რეორგანიზაცია და შემცირება, მაგრამ 18 კაცი აიყვანეს შემდეგ, მათი ხალხი, “- გვეუბნება ხარიტონ ჩხატარაშვილი.
Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელს, ლიკა ღლონტს 13-წლიანი მუშაობის შემდეგ, კონტრაქტი აღარ განუახლეს. ღლონტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავის პოლიტიკურ შეხედულებებსა და სოციალურ ქსელში კრიტიკული შინაარსის პოსტებს უკავშირებს.