საზოგადოება
დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, რომ „დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“ ბენეფიციარის 18 წლის შესრულების შემდგომაც გაგრძელდეს. გარდა ამისა, მშობლები სამინისტროს სთხოვენ, მოიხსნას ასაკობრივი ბარიერი და სრულად მოხდეს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგით CGM System- ებით ბენეფიციარების უზრუნველყოფა.
30 წლის გიორგი ერისთავი ოზურგეთიდანაა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. როგორც ამბობს, სკოლის დამთავრება ისეთ პერიოდში მოუწია, როდესაც ქვეყანაში, მითუმეტეს რაიონში, დიდად არაფრის საშუალება იყო, ამიტომ სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. სხვადასხვა საქმე სცადა, უფრო მეტად ფიზიკურად შრომობდა. შემდეგ იფიქრა, რომ სჯობდა სხვა ქვეყანაში ეცადა ბედი, თუმცა იქაც არ გაუმართლა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს და უახლოეს წარსულში არსებობს სოციალური ხარჯების გაწევის შემთხვევები, რომლის საბოლოო მიზანიც ამომრჩეველთა ხმების მობილიზებაა.
რუსეთ-ოსმალეთის ომმა დიდად დააზარალა აჭარა, განსაკუთრებით ქობულეთის და კინტრიშის ხეობა. საზოგადო მოღვაწეები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ომისგან დაზარალებულთა დახმარებას. მათი რწმენით გარემოებებით უსახსროდ დარჩენილი თანამოქალაქეების მხარდაჭერა ეროვნული თანადგომის გამოხატულება იქნებოდა.
მკვლევართა ნაწილი კრიტიკულად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს უმაღლესი განათლების მიმართულებით. განათლების საკითხების მკვლევართა ნაწილის შეფასებით, უნივერსიტეტების თანხმობის გარეშე მათი შენობების მოსალოდნელი გაყიდვა როგორც ფინანსურ და ქონებრივ, ასევე აკადემიურ ავტონომიაში ჩარევის მძიმე პრეცედენტს შექმნის.