საზოგადოება
1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის არა მოუტანია რა. ზიანი კი – აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა. ხმა ამ ხელშეკრულებას და რუსეთის სახელმწიფოს მფარველობას დიდი ჰქონდა. საქმით კი ძალიან მცირე იყო ის დახმარება, რომელიც რუსეთის მხრით საქართველოს აღმოეჩინა.
საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინების მაჩვენებელი წლების განმავლობაში უცვლელია. ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტივობის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის შედეგების მიხედვით ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ადრეულ ასაკში დაქორწინებულ ქალთა მაჩვენებელი (მათგან, ვინც ოდესმე ყოფილა ქორწინებაში) ცდომილების ზღვარის ფარგლებს მიღმა არ შეცვლილა.
სად არის ქართველური ენების წარმოშობის ადგილი, როგორ დაიყო ენა სვანურად, ქართულად, მეგრულად და ლაზურად? როგორ წარიმართა ჩვენი ენის ევოლუცია?
ფილოსოფოსი იურგენ ჰაბერმასი - იმის შესახებ, როგორ ვართ იძულებულნი ვიმოქმედოთ და ვიცხოვროთ დაუცველობის პირობებში, და როგორ გაიკეთა ადრეულ ასაკში ნიცშეს პროზის ხიბლის საწინააღმდეგო აცრა.
აღმოჩნდა, რომ რეგისტრაცია თითოეულ ვებგვერდზე რამდენიმე წუთშია შესაძლებელია, თუმცა თუკი მომხმარებელს სურს, თამაშს შეეშვას და საკუთარი ანგარიში გააუქმოს, უმეტეს შემთხვევაში მას მთელი რიგი ბიუროკრატიული პროცესების გავლა უწევს. გარდა ამისა, ძირითად შემთხვევაში ასაკობრივი შეზღუდვა „+18“ ვებგვერდზე ყველაზე ნაკლებად შესამჩნევ ადგილზეა განთავსებული, ისიც მკრთალი ფერებით.
პირველი კაფე თავისუფლების მოედანთან იყო. – გამარჯობა, რომელი ხილის წვენი გაქვთ? – ვეკითხები ქართულად. – ბოდიში, არ ვიცი კარტული. რუსულად? ინგლისურად? – გაჭირვებით, მაგრამ ქართულადვე მპასუხობენ. მეტწილად რუსულენოვანი ადამიანები ქართული ენის ცოდნას მხოლოდ ამ ფრაზაში ავლენენ – „ბოდიში, არ ვიცი კარტული“. აღმოჩნდა, რომ Facebook-მეგობრები არ ცდებოდნენ. 8 კაფეს ვესტუმრეთ. მშობლიურ ენაზე მომსახურება ვერცერთ ობიექტზე ვერ მივიღეთ. მეტიც, უმრავლესობას ქართულ ენაზე მენიუც კი არ ჰქონია.
„პუბლიკა” სტატიაში შემოგთავაზებთ ქსელური სუპერმარკეტების ვაკანსიების ანალიზს, იქ მითითებულ შრომის ანაზღაურებასა და მის შესაბამისობას ე.წ. საცხოვრებელ ხელფასთან, შემოგთავაზებთ დარგობრივი ასოციაციის ხედვას, თუ რატომ რჩება ვაკანსიების ნაწილი აუთვისებელი და წაიკითხავთ მათ პოზიციას შეკითხვაზე – რატომ არის სუპერმარკეტებში თითქმის იდენტური პირობები და ანაზღაურება.
ზედოზირების დროს გამოსაყენებელ უალტერნატივო მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის მხრივ მნიშვნელოვანი ბარიერი არსებობდა - გაიგეთ როგორ მოქმედებს ის და რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ
„დეზინფორმაცია და გამავრცელებლები ყოველთვის იარსებებდნენ, მაგრამ ამ კრიტიკული უნარითა და ტექნიკის ცოდნით, იმის სწავლებით, თუ რა შეკითხვები უნდა დავსვათ და როგორ მოვიქცეთ, როდესაც საეჭვო ინფორმაციას ვხვდებით, ჩვენ გავწყვეტთ დეზინფორმაციის გავრცელების ჯაჭვს“.
ყველაზე მოწყვლადი უსახლკარო ჯგუფი - ქუჩაში მცხოვრები, მიუსაფარი ადამიანები არიან, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშიც ვერ რეგისტრირდებიან, რადგან მისამართი არ აქვთ. შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან დახმარებასაც ვერ იღებენ.
წელს ცაზე უჩვეულო სანახაობა გამოჩნდა. თუკი ჩრდილო ნახევარსფეროში ხართ, ღამით შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება დაინახთ მანათობელი ობიექტების მწკრივი, რომელიც ცაზე სინქრონულად მოძრაობს. უჩვეულო სანახაობა გუშინ საქართველოშიც ნახეს - ეს ილონ მასკის ცნობილი პროექტი Starlink-ია.
საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. შემწეობის მიღება კი ჯამში 340 281 ბავშვს სურს (37.7%); ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე 19.6%-ია [ყოველი მეხუთე]