რა სურთ დეზინფორმატორებს?

სალომე გორგოძე

დეზინფორმაცია განზრახ გავრცელებული არასწორი ფაქტებია, რომლის მიზანია, ზიანი მიაყენოს საზოგადოებას. დეზინფორმაციის გამავრცელებლები საზოგადოებისთვის მგრძნობიარე თემებით მანიპულირებენ.

სტრუქტურულად თუ შევხედავთ, შეიძლება, ინფორმციის 99% ფაქტობრივი სიმართლე იყოს, დანარჩენი 1% კი შემოპარებული ყალბი ინფორმაცია ან დამახინჯებული კონტექსტი. სწორედ ამიტომაა რთული ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის დეზინფორმაციის აღმოჩენა, გადამოწმება, მონიტორინგი.

როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი განმარტავს, ყალბი ინფორმაცია უმისამართოდ არ ვრცელდება. ის გარკვეულ შინაარსობრივ ფორმას და დიზაინს იძენს საზოგადოებაში არსებული გარკვეული ინტერესთა ჯგუფების განწყობათა გათვალისწნებით, რათა ამ ინფორმაციის დამაჯერებლობის ხარისხი მაღალი იყოს. 

შესაბამისად, დეზინფორმაციას აქვს დასაყრდენი საზოგადოების ამა თუ იმ  ნაწილში, დეზინფორმაციის გამავრცელებელს კი შესაბამისი „წონა და გავლენა“.

„საბოლოო ჯამში, დეზინფორმაცია ემსახურება გავლენის სფეროების შენარჩუნებას და ძალაუფლების ინსტრუმენტია; გასაგებია, რომ ცრუ ინსტრუმენტია, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. ეს სჭირდება ძალაუფლების აქტორებს“, გვეუბნება სოციოლოგი.

იმისათვის, რომ დეზინფორმაციის გავრცელების ჯაჭვი გაწყდეს, იაგო კაჭკაჭიშვილი ყურადღებას ამახვილებს მედიის როლზე, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე, რომელიც ეხმარება საზოგადოებას, ამოიცნოს დეზინფორმაცია. 

„როგორც კი ფაქტების სიყალბეს გამოააშკარავებ, დეზინფორმაციის შენობა ჩამოიშლება. ბრძოლა დეზინფორმაციას და დეზინფორმაციით დამყარებულ ძალაუფლებასთან ყველაზე მეტად შეუძლია მედიას, ოღონდ, რასაკვირველია, მედიას, რომელიც თავად არ არის დეზინფორმატორი“, ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი. 

მისივე განმარტებით, დეზინფორმაცია, როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტი, „ხარობს“ ავტორიტარულ საზოგადოებაში, ყველაზე ნაკლებად კი ფეხს იკიდებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინაიდან დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიას, როგორც „მეოთხე ხელისუფლებას“, ხელი მიუწვდება როგორც ინფორმაციის მოპოვებაზე, ასევე გავრცელებაზე; შესაბამისად, აქვს მეტი საშუალება, გადაამოწმოს ყალბი ინფორმაცია და ამხილოს. 

მიმდინარე მოვლენების ფონზე აშკარად ჩანს, რომ ახლა დეზინფორმაციის სამიზნეში განსაკუთრებით დასავლეთი, ევროატლანტიკური სტრუქტურები და მისი ღირებულებებია ამოღებული.

ეს გამოწვეულია პოლიტიკური კონტექსტით ხელისუფლება ცდილობს, ისრები გადაიტანოს იმ პრობლემებიდან, რომლთა გამოც ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის ტრიოში ერთადერთმა ვერ მიიღო კანდიდატობის სტატუსი. დეზინფორმაციის და კონსპირაციული თეორიების გავრცელების საქმეში ჩერთ სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის წევრებიც საგანგებოდ გამოეყვნენ მმართველ ძალას, ე.წ. სიმართლის თქმის მოტივით.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარ მტკიცებულებებს და საფუძველს მოკლებულია, ბოლო პერიოდში ინფორმაციის მომხმარებელი აუცილებლად შეამჩნევდა ტირაჟირებად კონსპირაციულ თეორიას, იმის თაობაზე, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ამაში ჩართულნი არიან პოლიტიკოსები, მედია, სოციალური ქსელები და ა.შ.

როგორც „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი განმარტავს, დეზინფორმაციის გავრცელების გზა მხოლოდ სოციალურ ქსელებზე არ გადის; დეზინფორმაცია შესაძლოა, გავრცელდეს ტრადიციული მედიის მეშვეობითაც, თუმცა სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სოციალური მედია უფრო აადვილებს დეზინფორმაციის გავრცელებას, რადგან, ტრადიციული მედიისგან განსხვავებით, იქ რედაქტირების ფილტრი არ გამოყენებ.

კინწურაშვილი სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს მომხმარებლის მხრიდან წყაროს კრიტიკულ ანალიზ, რაც, თავის მხრივ, მომხმარებელს შეუქმნის შთაბეჭდილებას, თუ რა მედიასთან აქვს საქმე.  

რჩევები მომხმარებლს როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია და აიცილო მანიპულაცია

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიებების ლაბორატორიის მკვლევარი, სოფო გელავა ყურადღებას ამახვილებს ყალბი ინფორმაციის იმ რამდენიმე ძირითად მახასიათებელზე, რომელთა მეშვეობითაც, არაპროფესიონალმა ადამიანმა, რიგითმა მომხმარებელმა შეიძლება, ამოიცნოს დეზინფორმაცია და. შესაბამისად, მის გავრცელებას აღარ შეუწყოს ხელი.

დეზინფორმაციის გავრცელებისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული კომპონენტი ფოტომანიპულაციებია. სხვადასხვა ტიპის მანიპულაცია შეიძლება ახლდეს ფოტოს ერთი მხრივ, საქმე შეიძლება გვქონდეს ტექნიკურად გაყალბებულ ფოტოსთან, მაგალითად, ფოტოშოპის გამოყენებით. თუ ეს არ არის მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაო, ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივად შესამჩნევია მანიპულაციური ფოტო და შესაძლოა, ამოიცნოს დაკვირვებით. მაგლითად: დააკვირდეს ობიექტსა და ფონს შორის საზღვრებს; არაბუნებრივად გადაწერილ ტექსტსა და ფონს; ფერებს და ა.შ. მისი განმარტებით, როგორც წესი, სიჩქარეში დეზინფორმაციის გამავრცელებლებს ამ ტიპის წვრილმანები ყურადღების მიღმა რჩებათ, რაც თავისსავე სასარგებლდ შეუძლია გამოიყენოს მომხმარებელმა.

ფოტომანიპულაციისას, გარდა ყალბი ფოტოებისა, დეზინფორმაციის გამავრცელებლები იყენებენ ნადვილ ფოტოებს   მანიპულაცია ხდება ამ ფოტოს გადაღების თარიღისა და ადგილმდებარეობის, მონაწილე პირების საშუალებით. ხშირია, როდესაც ძველი ფოტო გამოყენებულია იმის საილუსტრაციოდ, რაც ხდება ამჟამად, რაც, თავის მხრივ, ემოციური ფონის გაზრდას ემსახურება.

„მაგალითად, როდესაც რეგულაციები შემოვიდა კოვიდთან დაკავშირებით (მწვანე პასპორტების შესახებ),  პრორუსულ მედიას ასეთი ტენდენცია ჰქონდა იღებდნენ ფესტივალებზე ან სტადიონებზე ხალხმრავალი თავშეყრის ამსახველ ძველ ფოტომასალას, რომელიც პანდემიამდე იყო გადაღებული და ასაღებდნენ ამას ისე, თითქოს ევროპაში ხალხი კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ მასშტაბრ საპროტესტო აქციებს მართავდა.“

მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში ფოტოს გადამოწმება შესაძლებელია google-ის დახმარებ საძიებო სისტემაში სიტყვის ნაცვლად ვეძებთ ფოტოებით და ვიღებთ სწორ ინფორმაციას ფოტოს გადაღების რეალური ადგილისა და თარიღის შესახებ.

სოფო გელავა ამბობს, რომ დეზინფორმაციის გავრცელებისას ერთ-ერთი გამოწვევა სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშებია.

მისი რეკომენდაციით, პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ გზავნილის შინაარსს, თუ ვის დღის წესრიგთანაა ეს გზავნილი თანხვედრაში. მაგალითად, როცა ვხედავთ, რომ რაიმე თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დისკუსია მიმდინარეობს, კომენტარებში შემოდის ანგარიში, რომელიც არის დესტრუქციული, უხეში, აგრესიული, შეურაცხმყოფელი და ცდილობს თავისი დღის წესრიგის შემოტანას ან ყურადღების სხვა საკითხზე გადატანას; ეს უკვე ერთ-ერთი საყურადღებო ელემენტია.

მომდევნო ნაბიჯი ანგარიშის დათვალიერებაა, თუ რა აქტივობები აქვს აღნიშნულ პროფილს გაზიარებული. თუ ვხედავთ, რომ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის გზავნილებს აზიარებს, ეს ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს, რომ ამ კონკრეტულ ჯგუფთანაა კავშირში; თუმცა შესაძლოა, არაფერსაც არ აზიარებდეს, რაც ეჭვის საფუძველს აჩენს, ვინაიდან ანგარიში აქტიურია სხვადასხვა დისკუსიში, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ არ აქტიურობს პირად პროფილზე.

მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციო ფოტოებს. როგორც წესი,ნდენციაა, რომ ყალბი ანგარიშები იპარავენ ნამდვილი ადამიანების ფოტოებს და პოზირებენ, თითქოს თავად არიან. ამ შემთხვევაშიც google-ის ფოტო-საძიებო სისტემით შესაძლებელია ფოტოს ნამდვილი, თავდაპირველი მფლობელის დადგენა.

აქვე გასათვალისწინებელია, თანხვედრაშია თუ არა პროფილის რეგისტრაციის ID პროფილზე მოცემულ სახლსა და გვართან. ხშირად ყალბი ანგარიშების რეგისტრაციის ID არ ემთხვევა პროფილზე მოცემულ სახელსა და გვარს.

გელავა განმარტავს, რომ ამ კომპონენტების ერთობლიობა გვაძლევს საფუძვლიანი ეჭვი მიზეზს, რომ საქმე გვაქვს ყალბ ანგარიშთან. რაც ნიშანია იმისა, რომ მის მიერ გავრცელებული მასალ ან მოსაზრებები შესაძლოა იყოს დეზინფორმაცია, რომელსაც არ უნდა ვენდოთ და არ გავავრცელოთ. 

„დეზინფორმაცია და გამავრცელებლები ყოველთვის იარსებებდნენ, მაგრამ ამ კრიტიკული უნარით და ტექნიის ცოდნით, იმის სწავლებით, თუ რა შეკითხვები უნდა დავსვათ და როგორ მოვიქცეთ, როდესაც საეჭვო ინფორმაციას ვხვდებით, ჩვენ გავწყვეტთ დეზინფორმაციის გავრცელების ჯაჭვს“.