საზოგადოება
საქართველოში აზერბაიჯანული თემის კულტურასა თუ წეს-ჩვეულებებზე მცდარი წარმოდგენები იმდენად მყარადაა გამჯდარი საზოგადოების ცნობიერებაში, რომ ხშირად ტრადიციის ნამდვილი შინაარსი იკარგება. ერთ-ერთი ასეთი მითი ჭიშკარსა თუ ღობეზე მიკრულ წითელ ბაფთებს ეხება. წითელი ლენტი/ბაფთა თემში ბედნიერების სიმბოლოა და მრავალფეროვანი დატვირთვა აქვს. დანარჩენი საქართველოსთვის კი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში კარს მიბნეული წითელი ლენტი ნიშნავს, რომ სახლში დასაქორწინებელი გოგოა.
რატომ დაიწყო მინისტრმა რეორგანიზაციის სახელით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება? რატომ დატოვა სამსახურის გარეთ ისინი, რომელთა კომპეტენციას, წულუკიანის ახალი მენეჯმენტის გარდა, ეჭვქვეშ სხვა არავინ აყენებს? სამსახურიდან გამოშვებული ადამიანები მათ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე აქამდეც საუბრობდნენ. ინტერვიუს მიმდინარეობისას მინისტრმა წულუკიანმა რამდენჯერმე ახსენა გათავისუფლებულ თანამშრომლებთან მიმართებით, რომ ისინი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამა თუ იმ თანამდებობაზე იყვნენ დანიშნული, სისტემაში მუშაობდნენ.
ჩვენი კანონმდებლობა დღეს არ ითვალისწინებს მარიხუანის შეძენის ლეგალურ გზას. სხვადასხვა სიმკაცრის ჯარიმებია გათვალისწინებული მარიხუანის ფლობაზეც.
პარასკევს, 11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მცხეთაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე წარადგინა. კერესელიძის წარდგენისას გახარიამ ისაუბრა მორატორიუმზე, რომელიც მცხეთაში 2015 წლის აგვისტოდანაა დაწესებული. აღნიშნული მორატორიუმით მცხეთაში, რომელიც UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, შეზღუდულია ახალი მშენებლობები.
ტანსაცმლით უზრუნველყოფა, სომატური დაავადებების მართვასთან დაკავშირებული სირთულეები, ინფრასტრუქტურა, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვისთვის ხელმშემწყობი აქტივობების სიმწირე, რეფერალი ნარკოლოგიურ დაწესებულებაში - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში ყოველდღიურად აწყდებიან.
ბოლო წლებია, ყოველ 25 იანვარს, ზამთრის თოვლისა თუ სუსხის მიუხედავად, უამრავი ადამიანი დადის ჩარგალში. ამ დღეს პატივს მიაგებენ თავისუფლებისთვის მებრძოლი პოეტის - მიხა ხელაშვილის ხსოვნას. ის ჩარგლის სასაფლაოზე, ტაძრის გვერდით არის დაკრძალული.
საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს, როგორიცაა: კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები
თინა მარგველაშვილი წლების წინათ იმ დროს გარდაიცვალა, როცა მე საქართველოში არ ვიყავი და ეს სამწუხარო ამბავი შორეული მოგზაურობისას შევიტყვე. ამით თითქოს უკანასკნელად იზრუნა ჩემზე და რაღაცნაირად გამიადვილა თავისი წასვლა, რადგან, რაკი დაკრძალვას არ დავსწრებივარ, დღემდე მგონია, რომ ისევ სუნთქავს ჩვენი ქალაქის რომელიღაც უბანში და მალე უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის კარსაც შემოაღებს
ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ქალაქ მცხეთას არ აქვს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. წლებია სხვადასხვა სამუშაო და მილიონობით ლარი დაიხარჯა ამ გეგმის მომზადებისთვის, თუმცა პროცესი ჭიანურდება. პროცესში ჩართული პირები საუბრობენ სხვადასხვა კერძო, თუ პოლიტიკურ ინტერესებზე, რომელიც ხელს უშლის დოკუმენტის ბოლომდე მიყვანას
გეომორფოლოგის თქმით, მსგავსი მასისგან შესაძლოა მეწყერი თავად არ განვითარდეს, მაგრამ თუ ადამიანი ჩაერევა, გაიყვანს გზას, გაჭრის არხს და ააგებს შენობებს, ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ მასა წონასწორობას დაკარგავს და საინჟნრო საქმიანობა გახდება მაპროვოცირებული მეწყრული პროცესების დაწყებისთვის, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.
„პუბლიკა“ გთავაზობთ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ხედვებს შრომით საკითხებზე
„ეს არის პირველი გამარჯვება, რაც მომავალში სხვა გამარჯვებების იმედს აჩენს. გარდა ამისა, ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მოქალაქის სესხის განულება სამართლიანად მიიჩნია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ლიბერთი ბანკის” მიერ სესხებზე თვითნებურად გაზრდილი ვადა არაკანონიერი გადაწყვეტილება იყო"