საზოგადოება

დეა ღირდალაძე

„იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკარგავს სამუშაოს, რაღაც პერიოდის განმავლობაში, მისი ცხოვრების სტანდარტი მკვეთრად არ გაუარესდება და შესაძლებლობა ექნება, მოიძიოს ის სამუშაო, რომელსაც მიიჩნევს, რომ თავისი კვალიფიკაციის შესაბამისია და არ დასთანხმდეს დაბალანაზღაურებად სამსახურს"

პუბლიკა

ადგილობრივების განცხადებით, ჰესის აშენებით მდინარეში წყლის მოცულობას პრობლემა შეექმნება, რაც ხეობის ტურისტული პოტენციალის დაკარგვას განაპირობებს. ამასთანავე, მოსახლეობა შიშობს, რომ ჰესი გავლენას იქონიებს მეწყერსაშიშ და  ვულკანურ ზონებზე, რასაც შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს ხეობაში. ადგილობრივების თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც.

პუბლიკა

„მიმტანად ვმუშაობდი, მაგრამ დილით დამლაგებლებიც ვიყავით, ყველაფერი უნდა მოგვეწესრიგებინა – მაგიდები, იატაკი მოგვხვეტა, მოგვერეცხა, ნაგავი გაგვეტანა. დილის 9 საათიდან იწყებდა მუშაობას ობიექტი და ღამის 11-ზე იკეტებოდა. ერთხელ გვქონდა ჭამა შუა დღეს, ერთხელ გულიც წამივიდა...“, – იხსენებს თიკო

პუბლიკა

კვლევაში ნათქვამია, რომ ოჯახისა და სახლისგან შორს ყოფნის ტკივილს თან ერთვის შესრულებული სამუშაოს ფიზიკური და ემოციური სირთულეები, რაც ხშირად უარყოფითად აისახება ქალების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ემიგრანტი ქალების სამუშაო ხშირად ძალიან სტრესულია, გულისხმობს მუდმივად სხვის ოჯახში, „სხვისი ცხოვრებით“ ცხოვრებას და თან სდევს შრომითი უფლებების დარღვევა.

პუბლიკა

ევროკომისია წერს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სოციალური, შრომითი და დასაქმების მიმართულებები და საჭიროა კონკრეტული რეფორმების განხორციელება და არსებული სტანდარტებისა და პრაქტიკის უფრო მეტად დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან. ასევე, ევროკომისია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, მათ შორისაა, სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცება, რომელიც მიზნად ისახავს შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერებას.

პუბლიკა

როგორია შრომის (პროფესიული) მედიცინის ორგანიზება საქართველოში? – ამ საკითხზე „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ მიერ თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – „ერთობა 2013“ – დაკვეთით მომზადდა კვლევა, რომელიც რამდენიმე ქვეყნის (პოლონეთი, ავსტრია, ავსტრალია, უკრაინა) გამოცდილებას ეფუძნება. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. კვლევაში ნაჩვენებია, რა საჭიროებები და გამოწვევებია ამ მხრივ საქართველოში.

ნათია ამირანაშვილი

მოძრაობას მიაჩნია, რომ ვინაიდან არსებობს ლიცენზიის გაუქმების მკაფიო საფუძვლები, სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი ხედვა საკითხის მხოლოდ დროში გაჭიანურებას ემსახურება. სწორედ ამის გამო მიმართეს მათ ოფიციალური წერილით და პასუხის მიღებას 11 ნოემბრამდე ელიან. სწორედ ამ დღის შემდეგ გაირკვევა პროტესტის მომდევნო ნაბიჯებიც

თათია ხალიანი

„ჩემი ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, შეიძლება მართლა იყოს მაგალითი გოგოებისთვის… რომ დაფიქრდნენ და არა მხოლოდ მათთვის“, - გვეუბნება სევდა ხალილოვა-მუზაშვილი, ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზისა და ნახიდურის საშუალო სკოლების მასწავლებელი. ის ამ სკოლებში აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, ასევე, დაწყებითი კლასების პედაგოგიცაა.

პუბლიკა

„რაც უფრო მაღალი იქნება ბავშვთა სიღარიბის დონე, მით უფრო დაბალი ადამიანური კაპიტალი გვექნება“

პუბლიკა

30  წლის გიორგი ერისთავი ოზურგეთიდანაა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. როგორც ამბობს, სკოლის დამთავრება ისეთ პერიოდში მოუწია, როდესაც ქვეყანაში, მითუმეტეს რაიონში, დიდად არაფრის საშუალება იყო, ამიტომ სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. სხვადასხვა საქმე სცადა, უფრო მეტად ფიზიკურად შრომობდა. შემდეგ იფიქრა, რომ სჯობდა სხვა ქვეყანაში ეცადა ბედი, თუმცა იქაც არ გაუმართლა.

პუბლიკა

სოფო მურაჩაშვილის ბინზესიდეა 4 ათასი ევროთი დაფინანსდა. ამ თანხით სოფელში მოაწყო მზესუმზირის მოსახალი, წარმოების ოთახი, შეიძინა ტექნიკა, ნედლეული და სხვადასხვა საჭირო მასალა. უკვე რამდენიმე კვირაა  „მურაჩას მზესუმზირა“ გაყიდვაშია, ჯერ მხოლოდ თბილისის სამ მაღაზიაში, მაგრამ ეს დასაწყისია.

პუბლიკა

„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა საქართველოში ბავშვთა სიღარიბის კუთხით, რამდენად საკმარისია ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, როგორია საქართველოში დასაქმების პოლიტიკა, რა გავლენა აქვს უმუშევრობის დახმარებებს სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე და როგორ შეიძლება აღმოიფხვრას პრობლემა როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში. „პუბლიკის“ კითხვებს სოციოლოგმა და შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ექსპერტმა, ანა დიაკონიძემ უპასუხა.