საზოგადოება
სიკეთისა და ბოროტების დადგენის ბიბლიური დავალება დღემდე აქტუალურია და, სავარაუდოდ, ასე იქნება, ვიდრე ეს ცა და ქვეყანა არსებობს. გახსოვთ, არა ვაშლის არამედ სიკეთისა და ბოროტების ვერ დადგენის გამო დაკარგა კაცობრიობამ ღმერთთან კავშირი. ვაშლის ხე და ბოროტება ლათინურ ენაში ომონიმია, malum, ეს უზუსტობაც აქედან იღებს სათავეს.
„ეს არის პირველი გამარჯვება, რაც მომავალში სხვა გამარჯვებების იმედს აჩენს. გარდა ამისა, ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მოქალაქის სესხის განულება სამართლიანად მიიჩნია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ლიბერთი ბანკის” მიერ სესხებზე თვითნებურად გაზრდილი ვადა არაკანონიერი გადაწყვეტილება იყო"
მსოფლიოს უამრავი ქალაქი აქტიურად ნერგავს ელექტოსკუტერების (თვითგორიალას) გაზიარების ამბიციურ სქემებს. მას შემდეგ, რაც ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტს პანდემიის გამო თავს არიდებს, თბილისსა და ბათუმში გამოჩნდა ელექტროსკუტერები. ელექტროსკუტერები აქტიურად იმკვიდრებს თავს, დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და იმატებს მათი რაოდენობა ქალაქის ქუჩებსა და პარკებში.
„პუბლიკა“ გთავაზობთ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ხედვებს შრომით საკითხებზე
რა არის „სველი ბაზარი“, რომელსაც ექსპერტები „კოვიდ19-ის“ გავრცელებას უკავშირებენ? ეს არის ბაზარი, სადაც იყიდება ცოცხალი და მკვდარი ცხოველები - თევზი, ღამურა, მაჩვი, კუ და ა.შ და თქვენ წარმოიდგინეთ, ქათამიც.
ამ ერთი ქუჩის მიღმა ქალაქი ჩამკვდარია. პატარა სავაჭრო ობიექტებისგან მარტო ბანერებია დარჩენილი. ბაზარი, როგორც ასეთი, აქ კვირაში ერთხელ იმართება. ქუჩის ძაღლები ზედმეტად გამხდრები არიან. ადამიანებისგან განსხვავებით, მათ ამ ადგილის მიტოვების შანსი არ აქვთ.
2005 წელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ქეთი მახარაშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ პროტესტი მოჰყვა, რომელიც შემდეგ ხმაურიან განხილვაში გადაიზარდა. პარლამენტარები ამბობდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას არ სჭირდებოდა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ემსჯელათ.
სოციალური უთასწორობითა და გენდერული, ჰომოფობიური ნიშნით ჩაგვრა, შევიწროება და დაცინვა სკოლებში - როგორი სურათია ამ კუთხით საქართველოში? ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც სკოლებში ქვიარ ბულინგის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. კვლევა მოსწავლეებისა და მასწავლებლების გამოკითხვითა და ჩაღრმავებული ინტერვიუებით ჩატარდა.
ჩვენ არ ვიცით, ვინ შეიძლება იყოს უსახლკარო პირი თეორიულად, პრაქტიკაში კი განსხვავდება ეს გამოცდილება. არ გვაქვს ერთიანი განმარტება. ეს ქმნის პრობლემას მუნიციპალიტეტებისთვის, რომ განსაზღვრონ, ვის მიანიჭონ ეს სტატუსი და ვის არა. სტატუსის მინიჭება კი საბოლოოდ მაინც არ ნიშნავს საცხოვრისით დაკმაყოფილებას.
ინფლუენსერი წყვილი საკუთარი წარმატების მეთოდებზეც საუბრობს. „უნდა გქონდეთ კოლაბორაციები, ინტენსიურად ქმნიდეთ ხარისხიან კონტენტს, გამოიყენოთ გათამაშებები, დაჯილდოებები და „ჩელენჯები“, - ამბობენ გიორგი და თეონა.
ფემინისტი ავტორი შერი თურერი წიგნში „დედობის მითები, როგორ გამოიგონებს კულტურა კარგ დედას“, მოგვითხრობს, რომ ევროპაში, შუა საუკუნეების შემდეგ, ერთი მხრივ, ბურჟუაზიის კლასის გაჩენამ, მეორე მხრივ, ინდუსტრიალიზაციის პროცესმა წარმოშვა ოჯახი, როგორც ინტიმური კერძო სივრცე და გაამყარა საზღვარი ამ სივრცესა და გარესამყაროს შორის, რომელიც დღეს ითარგმნება როგორც ზღვარი პირადსა და პოლიტიკურს, კერძოსა და საჯაროს შორის.
„ადამიანი გადაადგილდება ცარიელ სივრცეში და ვიღაც სხვა უყურებს მას. ესაა ყველაფერი, რაც საჭიროა თეატრალური წარმოდგენისთვის, – მკვდარია ეს“, – მასალა მომზადებულია კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მეოთხე კურსის ფინალური პროექტის ფარგლებში.