საზოგადოება
როცა საქმე სიმთვრალეში მართვის გამო პატიმრობას ეხება, განვითარებული ქვეყნების გამოცდილება კიდევ უფრო მკაცრ მიდგომებს მოითხოვს. ასევე ის ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიზანს მისაღწევად აღსრულების ნაწილიც უნდა გამკაცრდეს, მძღოლებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სიმთვრალეზე ადრე თუ გვიან შეამოწმებენ, ამჟამინდელი აღსრულების მექანიზმი სუსტია და მძღოლები გარისკვას არ უშინდებიან.
სესხის სხვა მნიშვნელოვანი პირობების სანახავად ხელშეკრულება პენსიონერს ამისამართებს „ლიბერთი ბანკის“ ელექტრონულ პორტალზე, თუმცა პენსიონერების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ელექტრონულად ხელშეკრულების მოძიების შესაძლებლობა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ხელშეკრულების ასეთი ხელოვნურად გაყოფის მიზანი ის არის, რომ პენსიონერმა არ იცოდეს, რა პირობებით აქვს სესხი აღებული.
ბავშვთა დაცვის რეფერირების სისტემის მიზანს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენა, მისი მდგომარეობის შეფასება და ძალადობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში – შესაბამისი ორგანოების ინფორმირება. ამ მოქმედებების დროულობა და მოქნილობა, თავის მხრივ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დროულ იდენტიფიცირებასა და შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირებას.
ამ პოდკასტში ავტოსტოპერი ქალების ისტორიებსა და გამოცდილებაზე მოგიყვებით, რათა პერსონალურ დაკვირვებებსა და მაგალითებზე დაყრდნობით შევძლოთ დავინახოთ ის სიკეთეები თუ სიძნელეები, რაც გზაზე მდგომ ქალს ხვდება. პოდკასტი ეყრდნობა სამი ქალის ავტოსტოპით მარტო მოგზაურობის ისტორიებსა და გამოცდილებებს.
იტალიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები პუბლიკასთან ჰყვებიან, თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ ართმევენ თავს კრიზისს და რისი გათვალისწინება უწევს მოსახლეობას ვირუსისგან თავის დასაცავად.
უკვე მეექვსე დღეა, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში ქალები შიმშილობენ, ხოლო მესამე დღეა, პირიც ამოიკერეს. ისინი ამ ფორმით შეუერთდნენ თანასოფლელების პროტესტის უკიდურეს ფორმას. 5-მა ადგილობრივმა პროტესტის ამავე ფორმას რამდენიმე კვირის წინ მიმართა.
საქართველოში კომერციული სუროგაცია ყვავის. ის რეგიონში რეპროდუქციული ტურმიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, სადაც, დონორისა და სუროგატი ქალისთვის საშუალო ანაზღაურება განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით 10-ჯერ დაბალია.
„შესაძლებელია, საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა მოდელით დაიწყოს მოსწავლეების გამოკვება"
მოვუწდებ ჩემს კოლეგებს: ეპისკოპოსებს, მღვდლებს, რაბინებს, მუფთებს, ხოჯებს, ახუნდებს, მჯევარებს, პასტორებს...ყველა სასულიერო პირს, რომ თავიანთი ავტორიტეტი თავიან რესპექტაბელურ თემებში გამოიყენონ ადამიანის სიცოცხლის გასაფრთხილებლად.
„ბავშვობაში მეგონა, რომ ვერ მიმიღო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ რეალურად ჩემზე ზრუნავდა. განიცდიდა, რომ ამ გარემოში მომიწევდა ცხოვრება და ნერვიულობდა ჩემს მომავალზე, იმაზეც, რამდენი პრობლემა და დაბრკოლება შეიძლებოდა შემქნოდა“, – ამბობს ლადო.
ბავშვთა კეთილდღეობას ჩვენ უნდა შევეხოთ ბავშვებით, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მარტო ბავშვებით... აი, იმ სოციალური კონტექსტით, რომელშიც ისინი არიან – ოჯახებით, მშობლებით, სკოლითა და სხვა. აბსტრაქტულად ის, რომ მოდი, გავზარდოთ დახმარება და გახდეს 200 ლარი, (რომელიც არც ვიცით, როგორ მიდის ბავშვამდე) გამოსავალი არაა.
ვიცი, რომ არაკანონიერი ქმედება ჩავიდინე, ვიცი, არ უნდა ამეშენებინა, რადგან იყო სახელმწიფოსი, მაგრამ, რადგანაც მეც ამ სახელმწიფოს ნაწილი ვარ, მინდა მეც მქონდეს ჩემი წილი ამ ქვეყანაში. იყოს ეს სახლი ამ პატარა ნაკვეთით ჩემი“, - ამბობს დარინა.