საზოგადოება
პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მედიაციის პროცესი რომელიც 7 ოქტომბრიდან დაიწყო უშედეგოდ დასრულდა – შპს „ქართულმა სახლმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა ხელფასის 49%-ის ოდენობით.
ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით შეხვედრები გრძელდება. რა ეტაპზეა პროცესი, რაზე შეჯერდნენ მხარეები, როგორია მოლოდინი და რა კრიტიკული შენიშვნები აქვს მთავრობის მოქმედებებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა
არღუნს გაღმა ააგეს აკლდამები და ადამიანები, რომელთაც ავადმყოფობის სიმპტომები აღმოაჩნდებოდათ, თავიანთი ფეხით გადიოდნენ სოფლიდან, პატარა სარკმლიდან ძვრებოდნენ აკლდამაში და იქ, სოფელს გარიდებულნი, სიკვდილს ელოდნენ. (ცხადია, ახლა სიკვდილის ლოდინზე საუბარი არაა).
როდესაც ვსაუბრობთ ანარქისტულ ფემინიზმზე, ანარქა-ფემინიზმზე, ანუ იდეოლოგიაზე, რომელიც მჭიდრო კავშირს ხედავს პატრიარქატსა და ყველა სახის გაბატონებულ იერარქიას შორის, უპირველეს ყოვლისა, გვიწევს დავუპირისპირდეთ მთელ რიგ სტერეოტიპებს თავად ანარქიზმზე.
ცოტა ხნის წინ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროება ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ნანახმა საზოგადოება მაშინვე ორად გაყო, რაც ვიდეოს კომენტარებშიც ნათლად ჩანდა. ბევრისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი მისი მძიმე მდგომარეობით გამოწვეული სიხარული იყო.
„ჩემი ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, შეიძლება მართლა იყოს მაგალითი გოგოებისთვის… რომ დაფიქრდნენ და არა მხოლოდ მათთვის“, - გვეუბნება სევდა ხალილოვა-მუზაშვილი, ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზისა და ნახიდურის საშუალო სკოლების მასწავლებელი. ის ამ სკოლებში აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, ასევე, დაწყებითი კლასების პედაგოგიცაა.
„ჩვენთან ფიქრობენ, რომ თუ ბავშვი ცოტა დიდია ფიზიკურად, ის ჯანმრთელი და კარგად მოვლილია, რაც ძალიან მცდარია. ჭარბ წონასა და სიმსუქნეს ჯანმრთელობის სერიოზული, ქრონიკული გართულებები მოჰყვება. ამ დაავადებებთან გამკლავება კი ადამიანს შესაძლოა მთელი ცხოვრება მოუწიოს, “- ამბობს ბავშვთა ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე.
15 ოქტომბერს მსოფლიო სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სოფლად მცხოვრებ ქალებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ადგილობრივი თემის განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოებასა და სიღარიბის დაძლევაში. ისინი ყოველდღიურად უამრავ გამოწვევას უმკლავდებიან.
უსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, თბილისში ლიფტების უსაფრთხოების სისტემა მოშლილია. ძველი ლიფტები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა წლებია, უკვე გასული აქვთ, ყოველწლიურად მოსახლეობისთვის კიდევ უფრო სახიფათო ხდება. არსებული პრობლემის მოგვარება კი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე, მხოლოდ მოსახლეობის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინდივიდუალური ძალისხმევით ვერ მოხერხდება.
აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საკარანტინო ვადა შემცირდა. ვინც ენგურის ხიდზე გადმოვა, ახლა 12-ის ნაცვლად კარანტინში 5 დღის გატარება მოუწევს. მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ ეს მათთვის შვება არ ყოფილა. გალელების ისედაც მძიმე ყოველდღიურობას კარანტინი ახალ წნეხად დაემატა
ბავშვთა უფლებადამცველები, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, ყურადღებას ამახვილებენ სკოლის ადმინისტრაციის როლსა და პასუხისმგებლობაზე. რა ინფორმაციას ფლობდა სკოლა მომხდარის შესახებ? რა უნდა სცოდნოდა სკოლას? რა პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლის დირექტორს? რა გააკეთა სკოლის ადმინისტრაციამ, როცა ბავშვი კვირების განმავლობაში სკოლაში არ გამოცხადდა? რატომ არ აცნობა მან პოლიციას და სოციალურ სამსახურს
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები აღმოჩნდებიან, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულება ყველაზე ცხელ წერტილში, საპოლიციო შენაერთების სიახლოვეს უწევთ. დაზარალებულთა სიმრავლისა და დაზიანებათა სიმძიმის გამო, ზოგჯერ მათ პირველადი დახმარების გამწევის როლის შესრულებაც უწევთ - განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მათივე კოლეგაა.