საზოგადოება

58 წლის გოჩა შუკვანი 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში დაწყებულ ბრძოლას დღეს უკრაინაში აგრძელებს. „პუბლიკის“ მკითხველმა მისი სახელი პედაგოგ ნანა მგალობლიშვილის ნაამბობიდან გაიგო. როგორც მასწავლებელი „პუბლიკის“ მიერ მომზადებულ ვიდეოში იხსენებდა, 9 აპრილის ღამეს რუსი ჯარისკაცი ხელკეტით სცემდა, როდესაც მისთვის სრულიად უცნობი ბიჭი, გოჩა შუკვანი გადაეფარა და სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიიყვანა.

პუბლიკა

თუ გვსურს, ვისაუბროთ ნაციონალიზმზე, ქალებსა და კრიზისზე, შეგვიძლია საქართველოს და იმ ადამიანის სტრიქონებს  მივუბრუნდეთ, რომელმაც კოლონიზაციის კრიზისულ პერიოდში  ნაციონალიზმი შვა.

ქრისტინე მუჯირი

ის მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი სამუზეუმო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია და ამაში აღსანიშნავი და განსაკუთრებული არაფერია. მისი თქმით, მსოფლიოს ყველა მუზეუმი მსგავს სამუშაოებს ყოველდღიურად ატარებს და ასეთია მუზეუმის მუშაობის სპეციფიკა.

ქეთი გოგუაძე

სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საბჭოს დებულებაში ცვლილების მოსამზადებლად შეიკრიბა, უკვე ჩამოაყალიბა ის საკითხები, რომელთა მოგვარება, მათი პოზიციით, აუცილებელია საბჭოს ქმედუნარიანობისა და ეფექტურობის გასაზრდელად.

ნათია ამირანაშვილი

„გააღეთ ბოტანიკურის ჭიშკარი!“, „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო!“ – ამ მოთხოვნით ზუგდიდში მოქალაქეები თითქმის ერთი თვეა, აქციებს მართავენ

ნათია ამირანაშვილი

იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაცვის მხარის საჩივარს სრულად გაიზიარებს, ზურაბაშვილი საპტიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება

პუბლიკა

პირველი ეს არის - ვულკანური აქტივობა. მართალია, იქ დღეის მდგომარეობით ვულკანები არ იფრქვევა, თუმცა რეგიონში მაგნური აქტივობა მიმდინარეობს და ეს იწვევს მიწისძვრებს

პუბლიკა

კვლევა აჩვენებს, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში ხანდაზმულთა ფიზიკური მხარდაჭერა, როგორიცაა, მაგალითად,  საოჯახო საქმეების შესრულებაში და ექიმთან წასვლაში დახმარება, ასევე, რეგულარული ჯგუფური აქტივობები თუ თაობათაშორისი თანამშრომლობა, აუცილებელია მათი მარტოობის განცდის შესამსუბუქებლად.

თათია ხალიანი

„ბოლოს უკვე რობოტი ვიყავი - მივდიოდი ღამე, მოვდიოდი ღამე, დღის შუქს ვეღარ ვხედავდი. გაუსაძლისი პირობები იყო ჩემთვის, 4 წელი ვიმუშავე და ფიზიკურად უკვე აღარ შემეძლო ამდენი შრომა, უბრალოდ არ შემეძლო... ისე დამისუსტდა მთელი ორგანიზმი. ბოლო დღემდე 550 ლარი მქონდა ხელფასი. ამას ემატებოდა მუდმივი დამცირება და შეურაცხყოფა“.

ქრისტინე მუჯირი

რატომ დაიწყო მინისტრმა რეორგანიზაციის სახელით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება? რატომ დატოვა სამსახურის გარეთ ისინი, რომელთა კომპეტენციას, წულუკიანის ახალი მენეჯმენტის გარდა, ეჭვქვეშ სხვა არავინ აყენებს? სამსახურიდან გამოშვებული ადამიანები მათ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე აქამდეც საუბრობდნენ. ინტერვიუს მიმდინარეობისას მინისტრმა წულუკიანმა რამდენჯერმე ახსენა გათავისუფლებულ თანამშრომლებთან მიმართებით, რომ ისინი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამა თუ იმ თანამდებობაზე იყვნენ დანიშნული, სისტემაში მუშაობდნენ.

წლების წინ აქ სანატორიუმი იყო. შენობას სანატორიუმის კვალი ისევ შერჩენია - ხვეული, ლამაზი, მაგრამ მოუხერხებელი კიბე, ჩაბნელებული, ვიწრო დერეფნები და ვერანდა თბილისის ზღვის ხედით. დევნილთა კომპაქტური ჩასახლება „ქართლში“ 1993 წელს დაიწყეს. „კომპაქტურიც“, როგორც ჩანს, კარგად აღწერს სიტუაციას. სანატორიუმი ხომ მხოლოდ მცირე ხნით დასვენებისთვის იყო განკუთვნილი.

ქრისტინე მუჯირი

„ამ ახალი ინიციატივით, საქართველოს დასახლებების ინდივიდუალობასაც საფრთხე შეექმნება. მისი განხორციელების შემთხვევაში კანონი შელახავს მათ ფასეულობებს, შეასუსტებს ამ სოციუმთა, შეკავშირებულობას და გადააქცევს მათ დაბალი დონის საცხოვრებელ ერთეულებად, რომლებსაც საკუთარი ფესვებიდან ამოზრდილი აღარც ჰქვიათ. ეს შეეხება ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასაც, მაგალითად: ბახმაროს, რომელიც თავისი განაშენიანების სტრუქტურით, თავისი სოციალური ცხოვრებით მკაფიო იდენტობის მატარებელია