მოგიყვებით ჩვენს გმირებზე, დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობაზე - „თიბისი“ 26 მაისისთვის ემზადება

მოგიყვებით საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი წარსულის, აწმყოსა და შესაბამისად, მომავლის შესახებგვეუბნებათიბისისსაგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი, მაშო სამადაშვილი.

წელსთიბისისაქართველოს ეროვნული დღესასწაულის, 26 მაისის აღნიშვნას განსაკუთრებულად აპირებს.

ამ დღესთიბისისგუნდი მრავალფეროვანი გეგმებით ხვდება. დამოუკიდებლობის დღის 104 წლისთავის აღნიშვნისთიბისისეულიკონცეფცია საგანმანათლებლო იდეების ირგვლივ ტრიალებს. 

26 მაისის ღონისძიებების შესახებპუბლიკას“ „თიბისისსაგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი, მაშო სამადაშვილი ესაუბრა. 

მაშო, მოგვიყევით, რას ველოდებითთიბისისგან“ 26 მაისისთვის? 

26 მაისი ჩვენი ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე 2018 წელს მასშტაბურად აღვნიშნეთ და ამ თარიღს არაერთი პროექტით გამოვეხმაურეთ. 2018 წელს მოვხატეთ საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინა, .. ზაკვო, რომლის ფასადზე საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოწმინდა გიორგი იყო გამოსახული. კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შევქმენით ანიმაცია. 2021 წელს გავაკეთეთ რადიოსპექტაკლი, რომელიც ზუსტად იმ დროს გამოქვეყნდა, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სპექტაკლში მსახიობები: მერაბ ნინიძე, ნინო კასრაძე და კახა კინწურაშვილი მონაწილეობდნენ. ყოველწლიურად ვცდილობთ, სხვადასხვა საგანმანათლებლო ფორმატით მოვყვეთ ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. 

პროექტიგმირები“ – ეს არის ამბავი ადამიანების შესახებ, რომლებმაც სხვადასხვა დროს, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ხშირად გადამწყვეტი როლიც შეასრულეს საქართველოს მშენებლობაში, მის განვითარებაში, მისი თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში.

პროექტის ფარგლებში 2019 წელს პირველად შეიქმნა ქართველი სამხედრო მოღვაწის და ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საკოლექციო ფიგურა. წელს კი კოლექციას ახალი ფიგურები შეემატება, რომლებიც იმ ქართველ გმირებს ეკუთვნის, რომლებსაც ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ქვეყნის თავისუფლებისთვის, განვითარებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში დიდი ღვაწლი აქვს შეტანილი. ისინი არიან საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქიდან, დაწყებული ვახტანგ გორგასლიდანმერაბ კოსტავამდე. წელს, გმირებს შორის არიან: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ამბროსი ხელაია, მარო მაყაშვილი, ნოე ჟორდანია და ექვთიმე თაყაიშვილი. 

როგორ, რა ფორმითაა წარმოდგენილი საკოლექციო ფიგურა და სულ რამდენი გმირის შესახებ უნდა მოუყვეთ საზოგადოებას?

საკოლექციო ფიგურაეს არის მინიატიურული მეტალის ფიგურა, რომელიც საჩუქრებად დარიგდება პირველ ეტაპზე. რაოდენობა ლიმიტირებულია, თუმცა სამომავლოდ გვაქვს გეგმა, როგორ გავრცელდეს ის უფრო მეტად. გვინდა, რომ ეს ფიგურები მასობრივ წარმოებაში ჩაეშვას და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. პროექტის იდეაა, რომ შევქმნათ ასი გმირის ფიგურა, მომდევნო წლის შემადგენლობას სულ მალე დავაანონსებთ. 

ეს ასეული ჩვენს წარმოდგენაში არსებობს. ჩვენ გავდიოდით კონსულტაციებს, როგორც ისტორიკოსებთან და თეოლოგებთან, ისე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, იმისთვის, რომ შემდგარიყო საქართველოს ღირსეული ასეული. ვიცით, ვინ უნდა შეემატოს შემდეგ წლებში საკოლექციო ფიგურებს, არჩევანის გაკეთება არ არის ადგილი, ჩვენი ისტორია სავსეა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურებით, ვისი ღვაწლის დავიწყებაც არ შეიძლება. 

2022 წელს გვყავს 10 ახალი გმირი, 10 ახალი საკოლექციო ფიგურა. გვინდა, რომ ეს პროექტი უფრო სახალხო და ყველასთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, საყვარელი გავხადოთ.

როგორია ეს გეგმა?

მიზნად გვაქვს, რომ ქალაქში ადამიანებმა ყველგან დაინახონ ჩვენი გმირების გამონათქვამები, გამოსახულებები. ჩვენ ყველა ამ ფიგურაზე გვაქვს თანამედროვე ილუსტრაცია, რომელიც ილუსტრატორმა, გიორგი ჯინჭარაძემ შექმნა და ძალიან შთამბეჭდავად გამოყურება. ციფრული და ფიზიკური კომუნიკაციისთვის გამოვიყენებთ ამ ილუსტრაციებს. გვინდა, რომ როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად ჩვენი ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები შევახსენოთ საზოგადოებას.

ძნელად წარმოსადგენია, რომ ვინმეს დაავიწყდა დავით აღმაშენებლის ან ვახტანგ გორგასლის როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ გავცდეთ ზოგად წარმოდგენებს და უფრო დეტალურად ჩავიხედოთ ამ ადამიანების ცხოვრებაში. ჩვენ გვინდა, წარსულ გამოცდილებაში ჩავიძიროთ და ამით ჩვენი მომავალი დავინახოთ. 

გმირების შესახებ მოვყვებითდამოუკიდებლობის სკოლისფარგლებშიც. 

დიახ, როგორც ვიცით დამოუკიდებლობის დღისთვის დაგეგმილი გაქვთ კიდევ ერთი პროექტიდამოუკიდებლობის სკოლა“. რა ხდებადამოუკიდებლობის სკოლაში“?

2018 წელს დავიწყეთ ასეთი პროექტი – „დამოუკიდებლობის სკოლა”. ეს არის საჯარო ლექციების სერია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და რომელსაც ჰყავს სხვადასხვა პროფესიის, ინტერესის და საქმიანობის გამომსვლელი. ისინი საუბრობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის შესახებ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა კუთხით, მაგრამ სასაუბრო თემა ყოველთვის ეს იყო. 

წელსდამოუკიდებლობის სკოლამეხუთედ ტარდება. ჩვენ წინა წლებშიც გვინდოდა, გავცდენოდით თბილისს, თუმცა პანდემიამ შეგვიშალა ხელი. წელს პირველად დამოუკიდებლობის სკოლა გადის დედაქალაქიდან და ტარდება 3 სხვადასხვა ქალაქში. ეს არის ლანჩხუთი, ქუთაისი, ყვარელი. ცხადია, ღონისძიებები გვაქვს თბილისშიც.

დამოუკიდებლობის სკოლაწელს ამ გმირებს ეძღვნება. თანამედროვე ადამიანები ისაუბრებენ ჩვენი წარსულის შესახებ, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები გვყავდა საქართველოში, რას ნიშნავს ჩვენი აწმყოსთვის ეს წარსული და როგორ განაპირობებს ის საქართველოს მომავალს. 

ვისი მოსმენა იქნება შესაძლებელიდამოუკიდებლობის სკოლისფარგლებში?

ლანჩხუთში მწერალი ანაკორძაია სამადაშვილი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მარო მაყაშვილზე, ამბროსი ხელაიასა და ნოე ჟორდანიაზე ისაუბრებენ; 

ქუთაისშიდავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეზე პოეტი დიანა ანფიმიადი და ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი.

 ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში საჯარო ლექციას ჩაატარებს ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი, ხოლო თბილისში, მწერალთა სახლში ვახტანგ გორგასლის შესახებ მწერალი ჯიმშერ რეხვიაშვილი ისაუბრებს. 

გარდა ამისა, მწერალთა სახლში ჩატარდება შეხვედრა დავით სარაჯიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ, რომლებსაც საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატალია ლომოური და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივის დირექტორი ირაკლი იაკობაშვილი გაუძღვებიან. შეხვედრის მოდერატორი მწერალი დავით გორგილაძე იქნება.

წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. როგორ ეხმიანებით უკრაინის თემას?

დამოუკიდებლობაზე და სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკი შეუძლებელია თავისუფლების გარეშე. ამიტომ გვინდა, რომ უკრაინის თემას სიმბოლურად ამ ფორმატის ფარგლებშიც გამოვეხმაუროთ და ჩვენს დასკვნითი ღონისძიებაზე მწერალთა სახლში ქართველი პოეტები უკრაინელი პოეტების ლექსებს წაიკითხავენ. 

ეს სიმბოლური აქტია, უკრაინისადმი სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად.