საზოგადოება
გულო თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციარია. 12 წელია, ე.წ. გლდანის ფსიქიატირულის ეზოს გარეთ არ გამოსულა. ამბობს, რომ მისი სამყარო პალატაა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის სურვილი არ აქვს, არც ქალაქში გასვლა სურს და შესაძლებლობის შემთხვევაში სხვა საცხოვრისში გადასვლასაც არ დასთანხმდება.
რა შესაძლებლობები, ბარიერები თუ გამოწვევები არსებობს საქართველოში არასრულწლოვან დაზარალებულთა უფლებების გაძლიერების კუთხით – დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა.
მას შემდეგ, რაც „პუბლიკამ” „სქროლვა-სქრინვის” სამმართველოს თანამშრომლებზე მასალა მოამზადა, ორ დღეში – 1 აგვისტოს მინისტრი სულხან თამაზაშვილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” თანამშრომლებს შეხვდა. მოდით ვნახოთ, ვის გადაუხადა მინისტრმა მადლობა „გაწეული საქმიანობისთვის”
წლების წინ აქ სანატორიუმი იყო. შენობას სანატორიუმის კვალი ისევ შერჩენია - ხვეული, ლამაზი, მაგრამ მოუხერხებელი კიბე, ჩაბნელებული, ვიწრო დერეფნები და ვერანდა თბილისის ზღვის ხედით. დევნილთა კომპაქტური ჩასახლება „ქართლში“ 1993 წელს დაიწყეს. „კომპაქტურიც“, როგორც ჩანს, კარგად აღწერს სიტუაციას. სანატორიუმი ხომ მხოლოდ მცირე ხნით დასვენებისთვის იყო განკუთვნილი.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აწესებს ცენზურას, ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და შემოაქვს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩანაწერები; რიგ შემთხვევებში ასევე აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც
ნინი კელენჯერიძე ახლა 23 წლისაა. როგორც გვიყვება, სამი წლის წინ ოჯახი სიყვარულით შექმნა, თუმცა, მალევე პრობლემები დაიწყო - უთანხმოება მეუღლესთან და ურთიერთობის სირთულეები. მალე ბავშვი გაჩნდა, რაც როგორც ამბობს, ოჯახის დანგრევის საბოლოო მიზეზი გახდა.
ევროკომისია წერს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სოციალური, შრომითი და დასაქმების მიმართულებები და საჭიროა კონკრეტული რეფორმების განხორციელება და არსებული სტანდარტებისა და პრაქტიკის უფრო მეტად დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან. ასევე, ევროკომისია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, მათ შორისაა, სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცება, რომელიც მიზნად ისახავს შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერებას.
„იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკარგავს სამუშაოს, რაღაც პერიოდის განმავლობაში, მისი ცხოვრების სტანდარტი მკვეთრად არ გაუარესდება და შესაძლებლობა ექნება, მოიძიოს ის სამუშაო, რომელსაც მიიჩნევს, რომ თავისი კვალიფიკაციის შესაბამისია და არ დასთანხმდეს დაბალანაზღაურებად სამსახურს"
კვლევაში ნათქვამია, რომ ოჯახისა და სახლისგან შორს ყოფნის ტკივილს თან ერთვის შესრულებული სამუშაოს ფიზიკური და ემოციური სირთულეები, რაც ხშირად უარყოფითად აისახება ქალების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ემიგრანტი ქალების სამუშაო ხშირად ძალიან სტრესულია, გულისხმობს მუდმივად სხვის ოჯახში, „სხვისი ცხოვრებით“ ცხოვრებას და თან სდევს შრომითი უფლებების დარღვევა.
ჩემი პოდკასტების ციკლის მეშვეობით შევეცადე მსმენელისთვის გამეცნო ალტერნატიული ფემინისტური აზრი - გადავწყვიტე ეს ციკლი პირადად ჩემთვის ყველაზე ახლობელი იდეოლოგიით, მწვანე ფემინიზმით დამესრულებინა. პირველ რიგში, რომ განვაზოგადოთ, როცა ვსაუბრობთ მწვანე ფემინიზმზე, ვგულისხმობთ კავშირს გარემოსდაცვით საქმიანობასა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას შორის.
თერაპევტები ამბობენ, რომ მათი ანაზღაურება თითო თერაპიაზე, საშუალოდ, 6-10 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ფასების ზრდისა და ინფლაციის გათვალისწინებით, ძალიან მწირი ანაზღაურებაა და პროგრამიდან კვალიფიციური კადრების გადინებას განაპირობებს.
ეს არის ჩვენი ბოლო პოდკასტი, რომელშიც პანდემიასა და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში ქალების ეფექტიან მმართველობაზე ვისაუბრებთ. დღეს გვინდა, ლიდერი ქალების და მათ მიერ განხორციელებული წარმატებული გადაწყვეტილებების შესახებ მოგიყვეთ, რომელზეც პანდემიის დაწყებიდან მედია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქტიურად ალაპარაკდა.