საზოგადოება
ყველა ეს ზოონოზური დაავადება გარეულ ცხოველებსა და მათ მოხმარებას უკავშირდება და ფეთქდება ქვეყნებში, რომელთა მიმართაც ხშირად ქსენოფობურ-რასისტული დამოკიდებულებებია ხოლმე. ახლაც კორონავირუსი გახდა ამ ქსენოფობიური განწყობის წამახალისებელი ჩინელების მიმართ. მათი კულტურა ახლა თითით საჩვენებელი და დასაცინია – „რაც მოძრაობს, ყველაფერს ჭამენ“. მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ სამზარეულოს, ცხოველების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით, ჩინურსა და ევროპულ-ამერიკულ კულტურებს შორის არ არსებობს ფუნდამენტური სხვაობა?
„ადამიანი გადაადგილდება ცარიელ სივრცეში და ვიღაც სხვა უყურებს მას. ესაა ყველაფერი, რაც საჭიროა თეატრალური წარმოდგენისთვის, – მკვდარია ეს“, – მასალა მომზადებულია კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მეოთხე კურსის ფინალური პროექტის ფარგლებში.
წლების განმავლობაში ნარკოპოლიტიკის დარგში მომუშავე ექსპერტები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, აქტივისტები ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ჭაჭა სრულიად დამოუკიდებელი ალკოჰოლური სასმელია თავისი დამზადების წესითაც და პირველყოვლისა იმ ნედლეულის მიხედვით, რითაც იგი მზადდება. ამას გარდა, ევროკავშირმა ჭაჭა უკვე ცალკე ბრენდად აღიარა და ამ სასმელით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გარდა ევროპელებიც დაინტერესდნენ.
14 აპრილზე ბევრი იწერება, მაგრამ ნაკლებად საუბრობენ იმაზე, რა და როგორ დაიწყო ის დღე. ჩვენ, ცხადია, ვიცოდით, რომ არსებობდა კონსტიტუციის კანონპროექტი. საპროტესტო ტალღაც დაწყებული იყო. ამ საქმეს კი უნივერსიტეტში ფილოლოგები ედგნენ სათავეში: იმართებოდა შეხვედრები.
„ძალიან ბევრი ადიქციური ქცევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიდან მომდინარეობს და თუ ჩვენ ახალგაზრდებისთვის კეთილდღეობა გვინდა, ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიზრუნოთ მათ ფსიქიკურ კეთილდღეობაზე“
„მოხუცებულებს მიხედვა უნდა. ყველა მოხუცდება და ვინც ახლა თანამდებობაზეა და არ ფიქრობს, კარგი პირობები შეუქმნას მოხუცებს, თვითონაც დაბერდება და მერე გვიან იქნება ფიქრი. გადაწყვეტილებას მერე სხვა მიიღებს. სიკვდილს არ უნდა ნატრობდეს მოხუცი, არ უნდა შიოდეს და სციოდეს”
ის, რაზეც დღეს მე ამ პოდკასტში უნდა ვილაპარაკო არის გოგოების მიერ ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩენილი იმპულსი, თავშეკავება,სხვა ინტენსივობა, ტემპორალობა და მელოდრამა. ეს არაა გამიზნულად რაციონალურის, დაფიქრების წინააღმდეგ წასვლა, არამედ იმ ყველაფრის განცდაა, რაზეც ფიქრობენ და როგორც ფიქრობენ;
მონოფსონია ესაა დამსაქმებლების დომინანტური ძალაუფლება ბაზარზე, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, დაადგინონ ხელფასი და სამუშაო პირობები. სტატიაში შევეცდებით, მიმოვიხილოთ საქართველოში არსებული შრომის ბაზრის სპეციფიკა, წამოვწიოთ წინ რიგი გარემოებები და დავსვათ შეკითხვა – შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ ე.წ. მონოფსონიაზე.
სხეულის ხატის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება და მასზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები. ყველაზე ხშირად კი სწორედ ნაცნობების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა და შენიშვნებმა შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი აზროვნების ჩამოყალიბებაში.
რა უნდა ქნას ასეთ ვითარებაში მეორე მეუღლემ? - მას აქვს ორი სამართლებრივი შესაძლებლობა: ამტკიცოს, რომ დადებულია მოჩვენებითი ხელშეკრულება ან მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული შემოსავალი. კვლევაში ხაზგასმულია, რომ სინამდვილეში არცერთი ეს გზა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის ადეკვატურ საშუალებას . მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზების არაეფექტიანობის გამო, მეორე მეუღლე, ბევრ შემთხვევაში, საკუთარი წილის გარეშე რჩება.’’