აუცილებლად სანახავი ადგილები ტურისტებისთვის

რეკლამა

მორთული ხის აივნები თბილისის ქვაფენილიან ქუჩებს ეყრდნობა. საქართველოს დედაქალაქი არის იდეალური შერწყმა აზიური და ევროპული კულტურების. თბილისი თავს იწონებს როგორც თანამედროვე არქიტექტურით, ასევე უძველესი, უიშვიათესი ღირსშესანიშნაობებით. მეტიც, თბილისი გთავაზობთ უდავოდ საუკეთესო ევროპულ კერძებსა და ღვინოს, მომხიბვლელ სახლებს ეზოებით, მხატვრული და ფუტურისტული არქიტექტურით.

თბილისში სანახავ ადგილებს რა დალევს? ეს მოკლე გზამკვლევი გამოსადეგია არა მხოლოდ ამ ქალაქში პირველად ჩამოსულებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ჰგონია, რომ დედაქალაქს უკვე კარგად იცნობს. აქ ყოველთვის აღმოაჩენ ახალ, საოცარ, დამალულ მარგალიტებს.

 

  1. თბილისის გოგირდის აბანოები

ალბათ, თბილისის ქუჩების არცერთი გზამკვლევი არ იწყება, გოგირდის აბანოების ხსენების გარეშე. თბილისი თავს იწონებს და დღემდე ფრთხილად ინახავს შესანიშნავ არქიტექტურას, უძველეს “საუნებს” და სტუმრებს კვლავ სთავაზობს გოგირდის თბილი წყლებით მკურნალობას და განტვირთვის საათებს. თბილისში სურათებისთვისაც, გუმბათები და მეჩეთის ფორმის ორბელიანის აბანო რამდენიმე ძალიან თვალწარმტაცი სანახაობაა.

 

  1. გალერია 27

გალერეა 27 არის თვალისმომჭრელი სახლი შთამბეჭდავი ჩუქურთმებით და ფოტოგენური კიბის შესასვლელით, რომელიც მორთულია ფერადი ვიტრაჟებით.

გალერია 27 ჩუქურთმიანი კარების და კიბეების სანახავად ერთადერთი ადგილი არ არის. სინამდვილეში, ძველი თბილისური სახლის კედლებს მიღმა იმალება ეზოები და კიბეები, რომლებიც ფილმის სცენის ნაწილს მოგაგონებთ, თავისი ესთეტიკით და გამორჩეულობით. თბილისური ეზოებისა და სახლების კარგად აღსაქმელად ესტუმრეთ “ლურჯ სახლს,” “ლონდონის სასტუმროს” და “კალანტაროვის სახლს.”

 

  1. თბილისური ხელნაკეთები

“ბაზარი მეიდანზე” და “მშრალი ხიდი” შესანიშნავია, თუ გიყვართ ახალი ან ანტიკვარული ნივთები. აქ გამოფენილია სამკაულების უზარმაზარი ასორტიმენტი, ვინილის ჩანაწერები, წიგნები, ძველი კამერები, რუკები, ტანსაცმელი და სხვა. მეიდანზე აღმოაჩენთ ქართულ ხელნაკეთობებს, ღვინოს და სხვა სუვენირებს მიწისქვეშა გვირაბების ბაზარში.

 

  1. ქართული სამზარეულო

თბილისის ქუჩებში სეირნობისგან დაღლილს და შთაბეჭდილებებით სავსე ტურისტისთვის მნიშვნელოვანია, რომ საღამო საუკეთესო რესტორანში გაატაროს.

საქართველო ცნობილია სამზარეულოთი, ამიტომ თბილისის ვალია, ეს ღირსება სწორად და აშკარად წარმოაჩინოს. აქ ქუჩებში გამოფენილია მრავალფეროვანი რესტორნები, რომლებიც მუდმივად სავსეა კმაყოფილი კლიენტებით. “გუგლის” საძიებო ველში თუ მოძებნით Georgian restaurant Tbilisi, აქ ნახავთ ულევ სიას იმ რესტორნებისა, რომლებიც სტუმრებისგან საუკეთესო შეფასებებს იმსახურებენ.

თუ გიჭირთ მათ შორის არჩევანის გაკეთება და გჭირდებათ რეკომენდაცია, რომელ რესტორანს ესტუმროთ, “ბრედ ენდ ვაინი” ყველაზე კარგი გადაწყვეყილებაა.

“Bread & Wine has the best Khachapuri in Tbilisi,” წერენ უცხოელი ტურისტები “თრიფედვაიზორზე.” მართლაც, “ბრედ ენდ ვაინი” საუკეთესოა ამ მიმართულებით და ის სხვა, მნიშვნელოვან ღირსებებსაც ფლობს:

  • უმაღლესი ხარისხის მომსახურება
  • მრავალფეროვანი კერძები
  • ოჯახური ატმოსფერო

სოციალური მედია მარკეტინგი “ბრედ ენდ ვაინს” დაეხმარა, რომ შეესწავლა მოთხოვნა და კლიენტებისთვის მიეწოდებინა ყველაფერი, რაც მათ აბედნიერებთ.

 

  1. ფაბრიკა

ვახშმისა და განტვირთვის შემდეგ, თბილისის სიცოცხლით სავსე საღამოს გატარება “ფაბრიკაში” შეგიძლიათ. “ფაბრიკა” არის დიდი ძველი საბჭოთა სამკერვალო ქარხანა, რომელიც გადაკეთდა მრავალფუნქციურ სივრცედ. მასში შედის რეგიონის ყველაზე დიდი ჰოსტელი, კაფეები და ბარები, მხატვრების სტუდიები, ერთობლივი სამუშაო სივრცე და კრეატიული ინდუსტრიული ღია ეზო, სადაც ყველა იკრიბება დასალევად.