Border circle

დავით ზურაბიშვილი

სტუმარი

სტატია

საქართველოს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ სულ ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება, 2003 და 2012 წელს, აქედან ერთხელ რევოლუციით და მასობრივი პროტესტით და მეორედ, არჩევნებით. თუმცა, არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ხელისუფლება არ იყო წინასწარ მარცხს შეგუებული. 

დავით ზურაბიშვილი

მათემატიკის ენაზე რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობისგან" მკაფიო გამიჯვნა არის არანაცური ელექტორატის მოზიდვის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობა. მარტო ამით არაფერი გამოვა, მაგრამ ამის გარეშე საერთოდ არაფერი არ გამოვა.

დავით ზურაბიშვილი

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? რამდენიმე ვერსია მოვისმინე ბიძინას ლეგალიზაციის შესაძლო მიზეზების შესახებ, რომელთაგან არცერთს არ ვეთანხმები.

და ის, რომ დასავლეთი დაპირებულია საქართველოს ნატოში მიღებას ტყუილი კი არ არის, არამედ შესაძლებლობა და შანსი, რომლის გამოყენებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ და არა ფეხი-ფეხზე გადადებული ველოდოთ როდის მოიღებენ ჩვენზე მოწყალებას. ეს გულისხმობს პროაქტიურ საგარეო პოლიტიკას და გარკვეულ რისკებსაც.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მარცხის და დასავლეთის სანქციების პირობებში საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში ვერ  გაბედავს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას. ხალხის ნება კი სრულიად ცალსახაა: უკრაინის მხარდაჭერა და ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში.

დავით ზურაბიშვილი

არსებობს ცნობილი გამოთქმა, რომ ყველა ერს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იმსახურებს და ახლა ნამდვილად ჩვენზეა დამოკიდებული ვაჩვენოთ, თუ როგორ ვიმსახურებთ.

დავით ზურაბიშვილი

სხვანაირად რომ ვთქვა, სახელისუფლო სტრუქტურებისა და უწყებებისთვის პრიორიტეტია ერთი კაცის მსახურება, რომლის ექსკლუზიური პრეროგატივაა ქვეყნის მართვის თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება.

საქმეც ისაა, რომ მე არ ვიცი ამას ეშველება თუ არა რამე. ყოველ შემთხვევაში, მოკლე ხანში რომ არაფერი არ ეშველება, ამაში დარწმუნებული ვარ. ზიზღისა და სიძულვილის ატმოსფეროს დაძლევას დასჭირდება არა მხოლოდ საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტივობა, არამედ მწყობრი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა.

რაც უფრო მეტს იმსჯელებს და იკამათებს დღევანდელი საზოგადოება ამ თემებზე, მით უფრო მომზადებული დახვდება ნიადაგი მომავალ თაობებს და მათ არ მოუწევთ ყველაფრის ნულიდან დაწყება. რა, რა და ეს ნამდვილად არის ჩვენზე დამოკიდებული.   

გახარია ყველა ვარიანტში ჩამოათლის ოცნებას პროცენტებს, რაც კოალიციურობის და რიგგარეშე არჩევნების ალბათობას საგრძნობლად ზრდის. ამიტომ მისი შემოსვლა პოლიტიკაში, ვისაც პლურალიზმი და ცვლილებები გვინდა, აუცილებლად უნდა აღვიქვათ დადებით ფაქტად და არავითარ შემთხვევაში უარყოფითად.

ლევან ვასაძის პოლიტიკური შეხედულებები და ღირებულებები არავისთვის წარმოადგენს დიდ საიდუმლოს.  ის არის ღია პრორუსი, რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის თანამოაზრე.