Border circle

ნინო ავქაფაშვილი

ავტორი

სტატია

ნინო ავქაფაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები და ცხოველები არიან საზიარო ზოონოზური დაავადებების სახელით ცნობილი ინფექციების მატარებლები, „ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ ცხოველთა პატრონებს აძლევს ოთხფეხა მეგობრებთან კონტაქტის შეზღუდვის რეკომენდაციას გარკვეულ შემთხვევებში, სანამ უკეთ შეისწავლიან კორონავირუსის ტრანსმისირება ადამიანებსა და ცხოველებს შორის.

ნინო ავქაფაშვილი

რა არის „სველი ბაზარი“, რომელსაც ექსპერტები „კოვიდ19-ის“ გავრცელებას უკავშირებენ? ეს არის ბაზარი, სადაც იყიდება ცოცხალი და მკვდარი ცხოველები - თევზი, ღამურა, მაჩვი, კუ და ა.შ და თქვენ წარმოიდგინეთ, ქათამიც.

ყველა ეს ზოონოზური დაავადება გარეულ ცხოველებსა და მათ მოხმარებას უკავშირდება და ფეთქდება ქვეყნებში, რომელთა მიმართაც ხშირად ქსენოფობურ-რასისტული დამოკიდებულებებია ხოლმე.  ახლაც კორონავირუსი გახდა ამ ქსენოფობიური განწყობის წამახალისებელი ჩინელების მიმართ. მათი კულტურა ახლა თითით საჩვენებელი და დასაცინია – „რაც მოძრაობს, ყველაფერს ჭამენ“. მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ სამზარეულოს, ცხოველების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით, ჩინურსა და ევროპულ-ამერიკულ კულტურებს შორის არ არსებობს ფუნდამენტური სხვაობა?