ავტორი
ბლოგი
კორონავირუსის დროს კარანტინი ორ კვირას გრძელდება. შესაბამისად, მსუყე, მრავალგვერდიანი საკითხავი მოვიმარაგე (ძირითადად, ათასგვერდიანი წიგნებია), რომელიც იზოლირებულ ადამიანებს გამოადგებათ. სხვა შემთხვევაში ამხელა წიგნებისთვის დრო იშვიათად არის, ამიტომ ეს შესანიშნავი მომენტი, მგონი, არავინ უნდა გაუშვას ხელიდან. მაშ, ასე:
როცა დავბერდები, შვილიშვილებს მოვუყვები, ჩვენმა ხელისუფლებამ როგორ მოიპარა ჩვენი ახალგაზრდობის დრო, როგორ დაახარჯვინა გოგო-ბიჭებს საუკეთესო წლები მიტინგებზე, აქციებზე, საპროტესტო შეკრებებზე იმ დროს, როდესაც პიროვნულ, სულიერ და პროფესიულ თვითგანვითარებაზე ზრუნავდნენ მათი თანატოლები ევროპაში