Border circle

სოფო აფციაური

ავტორი

სტატია

სოფო აფციაური

გიორგი ნეფარიძე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ამბობს, რომ მთავრობის ყურადღება ვერ მიიქციეს, ამიტომ გადაწყვიტეს, აშშ-ის ელჩს სთხოვონ შუამდგომლობა და დახმარება:„უკვე 20 დღეა, უკიდურეს ფორმას მივმართეთ, შიმშილობის პარალელურად, პირი გვაქვს ამოკერილი. მთავრობისგან ელემენტარული ყურადღება არ გვიგვრძნია. სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მეტად უსმენენ, ამიტომ იქნებ კელი დეგნანს მაინც მოუსმინონ“.

სოფო აფციაური

დედოფლისწყაროში, ჭაჭუნის აღკვეთილის ზამთრის საძოვრებზე ფერმერებს ცხვრის გამოსაკვებად სულ უფრო მეტი დამატებითი საკვები სჭირდებათ. კლიმატის ცვლილება და ჭარბი ძოვება საძოვრების დეგრადაციის მთავარი მიზეზია, ამბობენ ადგილზე მომუშავე სპეციალისტები.

სოფო აფციაური

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დალის მთის წყალსაცავი დღეს უფუნქციოდაა. საზოგადოება „ბუნების კონსერვაციისთვის“ - „საბუკო“ - უკვე მეორე წელია, მდინარე ივრის ჭალის ტყის კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში „საბუკოს“ ინიციატივაა, დალის მთის წყალსაცავიდან წყლის პერიოდული გამოშვებით დაიტბოროს მიმდებარე ჭალის ტყეები და ამით იქ არსებული ჰაბიტატი ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

სოფო აფციაური

ჭაჭუნის აღკვეთილში ფოტოხაფანგმა ფოცხვერი წელს პირველად დააფიქსირა; მალევე, მას შემდეგ, რაც აღკვეთილის ტერიტორიასა და მის ბუფერულ ზონებში საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - „საბუკომ“ მდინარე ივრის ჭალების ტყის აღდგენის პროექტი დაიწყო.  პროექტი სხვადასხვა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხს შეისწავლის, მაგრამ ყველა მათგანი ერთ მიზანს ემსახურება - დაიცვას აღკვეთილის ტერიტორია გადაძოვებისა და მიწის დეგრადაციისგან;

სოფო აფციაური

დღეს საქართველოში 78 ათასამდე მოსწავლეს ინტერნეტი არ აქვს. Covid-19-ის დროს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი უმრავლესობა საგანმანათლებლო პროცესიდან გამოთიშული იყო.