Border circle

თორნიკე შარაშენიძე

ავტორი

სტატია

თორნიკე შარაშენიძე

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი ჯერჯერობით არ დასრულებულა და ეს საქართველოსთვის კიდევ ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. 2020 წლის ომი ჩვენს ქვეყანას ასცდა, მაგრამ სანამ კონფლიქტი ბოლომდე არ დასრულდება, არ არსებობს გარანტია რომ იგი არ შეგვეხება.

თორნიკე შარაშენიძე

რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომით გაჩაღებულმა პირველმა შოკმა გადაიარა. გაჩნდა იმის იმედიც რომ უკრაინელები მტერს მოიგერიებენ მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით. ამიტომ ახლა შედარებით მშვიდად შეიძლება ვისაუბროთ იმაზე თუ რა და რატომ მოხდა და რა შეიძლება გველოდეს მომავალში.

თორნიკე შარაშენიძე

არაა გამორიცხული რომ „ოდეკაბეს” ჯარების გასვლის შემდეგ იქ რუსული სამხედრო ბაზა გაიხსნას. არც ისაა გამორიცხული რუსული ენა ისევ დაბრუნდეს სახელმწიფო ენის სტატუსით, მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით. მოკლედ, შუა აზიის უძლიერეს სახელმწიფოზე რუსეთის გავლენა იზრდება...

თორნიკე შარაშენიძე

ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ამერიკას უდიდესი რესურსი გამოუთავისუფლდება, რაც საქართველოსნაირი ქვეყნისათვის ცუდი ნამდვილად არ არის. საერთოდაც, რომ არა ავღანეთი და ერაყი ამერიკა ახლა კიდევ უფრო ძლიერი და გავლენიანი იქნებოდა ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით.

თორნიკე შარაშენიძე

ახსოვს რა კარგად საბჭოთა კავშირის დაშლის ამბავი, პუტინი მეტად მძიმედ რეაგირებს რეჟიმის შერყევის ყველა შესაძლო ნიშანზე. ნავალნის მოწამვლა დროში ძალიან დაემთხვა ბელორუსიაში საპროტესტო გამოსვლებს და ასევე თავად რუსეთში, კონკრეტულად კი ხაბაროვსკში, უჩვეულო მასშტაბის დემონსტრაციებს.

თორნიკე შარაშენიძე

უკვე გამოითქვა წუხილი, რომ ეს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას შეასუსტებს. ჩემი აზრით, ეს არც ისე დიდი დანაკარგია. თუკი ამ ომის შემდეგ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დაისადგურებს, საქართველო საბოლოო ჯამში მოგებული დარჩება.

თორნიკე შარაშენიძე

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებათა ყოველი განახლება ჩვენს ქვეყანაში სამართლიან შეშფოთებასა და შიშს იწვევს ხოლმე. ბოლოდროინდელი დაპირისპირება ალბათ რამდენიმე დღეში დასრულდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დროებითი პაუზა იქნება. ყარაბაღის პრობლემა არსად წავა და რეგიონს,  საქართველოს ჩათვლით, მასთან ერთად კიდევ დიდხანს მოუწევს ცხოვრება.

თორნიკე შარაშენიძე

ცხადია, არის ალბათობა მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება უფრო მძიმე გამოცდის წინაშე დააყენოს. გამოგზავნოს ლავროვი და შემდეგ დააკვირდეს, რამდენად „კარგად მოიქცევა“ ჩვენი მთავრობა. მაგრამ, ჩემი აზრით, მოსკოვში კარგად ესმით, რომ საქართველოს ახლანდელი მმართველი პარტიისათვის ეს მეტისმეტად მძიმე გამოცდად შეიძლება იქცეს, რომელსაც ეს პარტია ალბათ გადაყვება კიდეც. მოსკოვში ხომ ახლანდელი მმართველი პარტია აშკარად ურჩევნიათ, ვიდრე ყოფილი მმართველი პარტია.