ავტორი
ბლოგი
უახლესი ფილოოსოფიური მიმდინარეობა “ობიექტზე-ორიენტირებული ონტოლოგია” - ყველა სუბიექტ-ობიექტს: შიმპანზეს, სკამს, პლანეტა იუპიტერსაც და ავტომატს – ერთნაირ ონტოლოგიურ სტატუსს ანიჭებს. არცერთია ერთზე მეტი, ან ნაკლები. ეს რადიკალური იერიშია ანთროპოცენტრიზმის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით სამყაროს ბატონ-პატრონი ადამიანია – სასტიკი ცხოველი.
უფრო მეტიც, ძალაუფლება სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა ხალხის დასაშინებლად და დასაშლელად გამოყვანილი „სერიოზული“ ძალა – ახალგაზრდებმა აბუჩადაც აიგდეს: ცეკვავდნენ გამაყრუებელ სირენებზე, ეცეკვებოდნენ წყლის ჭავლს, იცინოდნენ და ამავდროულად ძალიან გაბრაზებულები იყვნენ.
მე თუ მკითხავთ ეკლესიები, გეთსამანიის ბაღები და მსგავსი ადგილები აუცილებლად უნდა იყოს ღია ღამითაც, არ შეიძლება ადამიანს დაუწესო დრო როდის ილოცოს და როდის არა.
ლიტერატურა ერთი უძველესი ისტორიაა, დაბადებული ქალობრიობასთან ერთად, რომელსაც ჩვენ უკვე საუკუნეებია ვყვებით სხვადასხვა ენით და დეკორაციებით, არქეტიპული პროგრამირება, რომლის კოდი ბოლომდე არ გვესმის, მაგრამ რომელიც მაინც მუშაობს, ეს ტრანსგრესიული ნარატივია, რომელიც გამოხატავს ჩვენი სახეობის არსს, ხოლო მწერალი ამ ნარატივით შეპყრობილი სუპერსტარი განდეგილია, სამყაროს პირდაპირ ეთერში.
იმპერია არასოდეს დასრულებულა წერს ერთი ავტორი და იისფერ ნისლში იძირება თბილისი, როგორც მოსალოდნელი ომის მუდმივ მზაობაში
სადღაც ეწერა: “ხალათის ჯიბეში მას პაპიროსი ~"რეკორდი", სამი ასანთის კოლოფი, უბის წიგნაკი, ფანქარი და 281 მანეთი უპოვეს.”
“წინარეკიბერნეტიკულ მანქანებში ყოველთვის აჩრდილები სახლობდნენ... არსებითად, მანქანები არ იყვნენ თვითქმედები, თვითქმნილები და ავტონომიურები. მათ არ შეეძლოთ ადამიანის ოცნების ასრულება, მხოლოდ მისი დაცინვა. ისინი იყვნენ არა ადამიანები, საკუთარი თავის ავტორები, არამედ მხოლოდ მასკულინისტური რეპროდუქციული ოცნების კარიკატურები.”
„სოფელი „განთიადის” კოსმოსური კვლევების ცენტრში გამალებული მზადებაა. რამდენიმე საათში აფხაზურ-ქართული კონფედერაციის კოსმონავტები დატოვებენ მიწას და შეუერთდებიან დედამიწის სხვა შვილებს მთვარის ბაზების რეკონსტრუქციაში. ჰოლოგრამული ქალთევზები უქნევენ ხელს ზღვის სიღრმიდან ნაპირზე შეგროვილ ტურისტებს აგვისტოს საღამოების ფიესტაში.