მწერლობაზე 2

ზურა ჯიშკარიანი

ყოფიერების დოკუმენტაციის გარდაჩვენი საქმე ყოფიერების რე-დიზაინია. მწერალი ქაოსის დიზაინერიამითური დემიურგირომელმაც კოსმოსი უნდა შექმნასგადაუდებელი საფრთხეების კორესპონდენტიციური სხეულების სისაზარლის მაუწყებელიკერძო დეტექტივირომელიც სიცოცხლის დანაშაულებს იკვლევს.სიცოცხლე კი ბევრ დანაშაულს სჩადის.

იყო მწერალი ნიშნავს გამუდმებით შიფრო რეპერტუარები სიზმრებისაგადაიქცე რადიოდრომელიც გამუდმებით ეძებს ჩართულ ტალღებს და შემდეგ ტრანსლირებს მათ რადიოხარვეზებითსაკუთარი არსებით გრძნობდე რეალობის შემზარავ სახეს და გემატრიით ან გლოსოლალიით ეთამაშო ენასსიტყვებსსიუჟეტებსსიზმრებსრომ ეს შემზარაობა აღწერო ან როგორმე დააბალანსო მაინციყო მწერალი ნიშნავს მსახურობდე უკვე დაანონსებული აპოკალიფსის დეპარტამენტშინიშნავს მეცხრე ციდან ყვინთავდე ფსკერზეიმ სიღრმემდე როცა იმის იქით არაფერიავიცი ეს სიტყვები მოძველებულივით ჟღერსროგორც რამე მანიფესტო ან მწუხრის ლოცვამაგრამ როგორც ერთი ავტორი ამბობდა სწორედ რომ ლოცვაა ხელოვნების დასაწყისი.

ყველაფერი დაიწყო ტომის პირველი ამბის მთხრობელით” –  წერს იტალო კალვინო და ხშირად უძველეს პროფესიად სხვას მოიხსენიებენმაგრამ ავიწყდებათ რომ ამბის თხრობა ერთ-ერთი ყველაზე ძველი პროფესიაა, დაბადებული ქალობრიობასთან  ერთადალბათ ევოლუციის ბარიკადებზე მყოფთ ნამდვილად გვჭირდება ჩვენი დოზა ნარატივიჩვენი წილი ზღაპარი თუ სინამდვილეთორემ აქამდე ლიტერატურაამბის თხრობა უკვე დიდი ხნის გადაშენებული იქნებოდა.

მწერლობა მარტოსული პროფესიააალბათ ყველაზე მარტოსული  არსებულთაგანაბსოლუტურად მარტო ხარ ცარიელ ფურცელთან და ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში და სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებსსწორედ ამ ქიმერებს ეძებროცა უცნაური სიტყვათშეხამებები და ფერადი ან ბნელი  მეტაფორები გამოგყავს თითქოს არსაიდანსაკუთარი ქვეცნობიერის სარდაფიდან ან არქეტიპული სიუჟეტების საბადოდან. კალვინო იმასაც წერდა რომ მწერალი მანქანააბიოლოგიური დანადგარი მეტაფორების საწარმოებლად და ესეც სიმართლეაროგორ შეიძლება არ იყო მანქანაროცა ღმერთი და მუზები უკვე დიდი ხანია მოკვდნენ, (ზოგის აზრით ავტორიც), შენ კი დაუღალავი ალგორითმივით ჟონგლიორობ სიტყვალოცვებით  ერთადერთი მზის თუ ვარსკვლავიანი ცის ქვეშ.

ყველა მწერალს თავისი შეხედულება აქვს მწერლობაზეარავინ იცის ვინ რატომ წერსბესტსელერი რომანი გამოუშვასდატოვოს რაღაცარაც დარჩება – ჩვენ რომ არ ვიქნებითეთამაშოს მკითხველსსოციალური კომენტარი გააკეთოს მიმდინარე მოვლენებზე?

არავინ იცისმაგრამ ყველას აერთიანებს ურთიერთობა სიტყვებთანსიტყვები კი არ არიან ადვილად მოსახელთებელი თევზებიამიტომაცაა რომ სრულ სიჩუმეში ან კაფის ყაყანში მჯდარი მარტოსული მწერალი თითქოს მაგიურ სეანსს ატარებსრომ ყველასთვის ნაცნობი სიტყვებისაგან ისეთი კომბინაციები შექმნასრომელიც აქამდე არ ყოფილა.

რატომ ვსაუბრობ ლიტერატურაზერა არის მასში დამალული და რის მანიფესტაციას ახდენენ ორგანიზებული სიტყვები ჩვენთვისმკითხველებისთვისგამოწვრთნილიდაგეშილი სიტყვები როგორც შავი ძაღლებიჰეკატეს ცხოველებილიტერატურა უბრალოდ ამბის თხრობაა თუ ევოლუციურ ბარიკადებზე გამოსულებსგადარჩენის მოუდში მყოფებს  – საფრთხეებზე გვატყობინებსროგორც ეს ერთ ავტორს მიაჩნდა ან იქნებ ჭრილობის შესახორცებელ მალამოებს გვაძლევს?

ალბათ ორივე და არცერთი მათგანი.

ლიტერატურა ერთი უძველესი ისტორიაა, დაბადებული ქალობრიობასთან ერთად, რომელსაც ჩვენ უკვე საუკუნეებია ვყვებით სხვადასხვა ენით და დეკორაციებითარქეტიპული პროგრამირებარომლის კოდი ბოლომდე არ გვესმისმაგრამ რომელიც მაინც მუშაობსეს ტრანსგრესიული ნარატივიარომელიც გამოხატავს ჩვენი სახეობის არსსხოლო მწერალი ამ ნარატივით შეპყრობილი სუპერსტარი განდეგილიასამყაროს პირდაპირ ეთერში.