შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ დაუდატურეს ინფორმაცია, რომ მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში კორპუსის ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია. მაშველებმა მისი ცხედარი ნანგრევებიდან უკვე ამოასვენეს.
გარდაცვლილი ადამიანის პოვნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაავრცელა.
ნანგრევებიდან, ამ ეტაპისთვის, მაშველებმა ორი ადამიანი ამოიყვანეს. 37 წლის მამაკაცისა და ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი ექიმების თქმით, კრიტიკულად მძიმეა.