„ბიზნესგარემოში მოთხოვნები შეიძლება დავაწესოთ, რაც მოიცავს არჩევანის უფლებას" - გაბუნია აცრაზე

პუბლიკა

„აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია. სავალდებულო სამედიცინო ინტერვენცია ვერანაირი პირობით ვერ იქნება, თუმცა მოთხოვნები შეიძლება დაწესდეს ბიზნესგარემოში, გარკვეული ეპიდუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

„ბიზნესგარემოში შესაძლოა, მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა ან პირის ყოფნა, რომელსაც ჩატარებული აქვს გარკვეული პერიოდულობით PCR-ტესტი და ვიცით, რომ არ არის ინფიცირებული. ასევე არის გადატანილი მდგომარეობა.

ასე რომ, ეს სამი პირობაა და ამ სამი პირობიდან რომელიმეზე არჩევანის გაკეთება არის მნიშვნელოვანი. ასე რომ, ჩვენ ბიზნესგარემოში ეს მოთხოვნები შეიძლება დავაწესოთ, რაც თავის თავში მოიცავს არჩევანისა თუ თავისუფალი გადაწყვეტილების უფლებას”, – ამბობს გაბუნია.