ბრალდებები მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად მეჩვენება - კრამერი სააკაშვილზე

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ ბრალდებები ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია.

„კარგი იმიჯი ნამდვილად არ შეექმნება საქართველოს. გულდასაწყვეტია მთლიანად სიტუაცია. თავისებურად, ბატონი სააკაშვილის მხრიდან პროვოკაცია იყო დაბრუნება, მაგრამ კონტრპროვოკაციას ჰქონდა ადგილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისი დაკავებისას. მათ უნდა გაათავისუფლონ, უნდა დაბრუნდეს უკრაინაში. იგი არ უნდა შიმშილობდეს ახლა, ძალიან ცუდია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს…

ბრალდებები მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად მეჩვენება. ვფიქრობ, რომ კომენტარები ოფიციალური პირების და ოცნების მხრიდან, ხაზს უსვამს ამ სიტუაციის პოლიტიკურ ხასიათს. ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი მისი გათავისუფლება იქნება და უფლების მიცემა, დაბრუნდეს უკრაინაში. იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, გახლავთ უკრაინის მოქალაქე და ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება ასეთ სიტუაციაში“,- განაცხადა კრამერმა გადაცემა „კომენტრაში“. [„ფორმულას“ თარგმანი]

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.