„ბუსტერ“ დოზაზე რეგისტრაციისთვის სისტემა მომდევნო კვირისთვის გაიმართება - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა თუ რა პროცედურის გავლით მიიღებენ მოქალაქეები ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზას.

„ბუსტერ დოზების შემთხვევაში ვაქციანცია შესაძლებელია ჩატარდეს რეგისტრაციის გარეშე და რეგისტრაციითაც, სისტემა გაიმართება მესამე დოზაზე რეგისტრაციისთვის მომდევნო კვირისთვის.

ქრონიკული დაავადების მქონე პირს დასჭირდება ვაცინაციაზე წარმოადგინოს ექიმის ცნობა, ფორმა 100, რომელიც დაადასტურებს მის ჯანმრთელობის სტატუსს და ამის საფუძველზე მიიღებს ის ბუსტერ დოზას. 50 წლის ზემოთ პირს, რა თქმა უნდა, ცნობის წარდგენა არ სჭირდება და შეუძლია პირდაპირ დარეგისტრირდეს ან რეგისტრაციის გარეშე მიბრძანდეს აცრისთვის“,- განმარტა გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება ნებისმიერი ვაქცინით შეეძლებათ.

LB loan image desktop LB loan image mobile