ცესკოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი ისევ გამოიყენა

პუბლიკა

ცესკოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი ისევ გამოიყენა. ამ ეტაპზე ცესკოსთან ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეები აწვებოდნენ სპეცრაზმის ცოცხალ ჯაჭვს, რის შემდეგაც პოლიციამ ჭავლი გამოიყენა.

პოლიციამ წყლის ჭავლი თავდაპირველად მაშინ გამოიყენა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან მონაწილეთა მხოლოდ ნაწილი იყო მისული.