„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა

პუბლიკა

პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა. პრეზენტაცია ვერის ბაღში გაიმართა.

  1. ბექა ნაცვლიშვილი – ვაკის სამაჟორიტარო ოლქი;
  2. ჯაბა ჯიშკარიანი – მთაწმინდა-კრწანისის ოლქი;
  3. ლევან გოგიჩაიშვილი – საბურთალოს ოლქი;
  4. გედევან ფოფხაძე – დიდუბე-ჩუღურეთის ოლქი;
  5. რამაზ ბლუაშვილი – ისნის ოლქი;
  6. ზვიად თავაძე – ნაძალადევის ოლქი;
  7. ლაშა გიორგაძე – გლდანის ოლქი;
  8. ალექსანდრე რიჟამაძე – სამგორის საარჩევნო ოლქი;

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა წარმოადგინა მიზნები, რომელთა შესრულებას პარტია მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჰპირდება.

  1. „საქართველოში დაწესდება მინიმალური ხელფასი 500 ლარის ოდენობით და ღირსეული შრომის პირობები შეექმნება ყველა ჩვენს მოქალაქეს და ამოქმედდება უმუშევრობის დაზღვევის სისტემა.
  2. 500 000 ადამიანს, რომელსაც დღეს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, გაუნახევრდება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი.
  3. ყველა დევნილს ექნება საკუთარი ბინა და არც ერთი ოჯახი არ დარჩება ხელმისაწვდომი ღირსეული საცხოვრებლის გარეშე.
  4. გაძლიერდება მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.
  5. გაიზრდება ინვესტიციები განათლებაში, მეცნიერებასა და კულტურაში.
  6. პენსიონერებისათვის გაიაფდება წამლები და მათ მიეცემათ საშუალება, რომ კვლავაც აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
  7. შეიქმნება პირობები, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს გაუმარტივდეთ ცხოვრება და საქართველოში დაბრუნება.
  8. ხელახლა მოხდება უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევა და გადაიხედება ყველა იმ ოჯახის საპროცესო შეთანხმება, რომელთაც უკანონოდ ჩამოერთვა ქონება და ბიზნესი 2004 წლიდან.
  9. დაჩქარდება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
  10. დეოკუპაციის გზაზე სახალხო დიპლომატიის გაძლიერებით ხელი შეეწყობა „დიდ შერიგებას“ აფხაზ და ოს ოჯახებთან“, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.