დიდ დიღომში მუშა ლიფტის შახტში ჩავარდა

პუბლიკა

თბილისში, დიდ დიღომში მუშა ლიფტის შახტში ჩავარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკასთან” საუბრისას ფაქტს ადასტურებს. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.