ერეკლე II არის საამაყო ხელმწიფე და პირადად ჩემი საყვარელი ადამიანი - თავდაცვის მინისტრი

პუბლიკა

თელავში „ერეკლეობას“ აღნიშნავენ. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით თელავში იმყოფება თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ერეკლე II ყველასთვის საამაყო მეფე და მმართველი იყო.

„მეფე ერეკლე ჩვენი ერის საამაყო მხედართმთავარი, ხელმწიფე და პირადად ჩემი საყვარელი ადამიანია და ალბათ მთელი საქართველოსი, განსაკუთრებულად კახელების. ის არის ვაჟკაცობის, გმირობისა და პატრიოტიზმის ყველაზე კარგი მაგალითი, რაც შეიძლება ჩვენ ისტორიაში ვისწავლოთ და ვასწავლოთ ჩვენ შემდეგ თაობებს”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დღეს წერილი გაავრცელა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც და საზოგადოებას „ერეკლეობა“ მიულოცა.