„ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა" - მიხეილ სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია მთავარის კითხვებს წერილობით უპასუხა.

„დიდი ხანი ვემზადებოდი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა, ყველაფერი ისე ზუსტად არ განვითარდა, როგორც ვგეგმავდი. რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. მთლიანობაში, ეს არ იყო ბიზნესკლასის ვოიაჟი. არც ის, რასაც ახლა მედიაში აღწერენ”. – ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, მან იმიტომ არ გავრისკა პირდაპირი გზით შემოსვლა, რომ “ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა, გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება”.

„ვიყავი ლანჩხუთში, ფოთში, სამეგრელოში  რამდენიმე ადგილზე, ქუთაისში, ბათუმში, რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი”. – თქვა სააკაშვილმა.