უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში ტარას კაჩკამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაამტკიცეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერის – „გარე ურთიერთობების“ გახსნა.
Today’s #COREPER decision to endorse the opening of Cluster 6 “External Relations” is another imp. step in our 🇪🇺 accession negotiations. Grateful to all partners for moving forward the agenda of enlaregement process. Cluster 6 is particularly imp. in today’s global security… pic.twitter.com/DqTU9WhaD3
— Taras Kachka (@taraskachka) July 10, 2026
მეექვსე კლასტერის გახსნის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება სავარაუდოდ 14 ივლისს ბრიუსელში, ევროკავშირის გენერალური საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში მიიღება.
„მეექვსე კლასტერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ გლობალურ უსაფრთხოების გარემოში. ის მოიცავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან პოლიტიკას, ვაჭრობას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობას და უკრაინის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოებას“, – განაცხადა კაჩკამ.
ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრების მოლაპარაკების პირველი კლასტერი 15 ივნისს გახსნა.
ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები დაყოფილია ექვს სხვადასხვა ე.წ. კლასტერად, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობის სფეროებს ან „თავებს“ ფართო თემატურ პოლიტიკურ მიმართულებებად აჯგუფებს. არის 35 თავი, რომელიც განაწილებულია 6 კლასტერში. მოლაპარაკებებში პირველი კლასტერი ეხება ევროკავშირის ფუნდამენტურ დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი იხსნება, ის არის ბოლო, რომელიც იხურება.
უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა მოხსნა ვეტო, რომლითაც მისი წინამორბედი ვიქტორ ორბანი უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას ბლოკავდა.
შემდეგ უნგრეთის პრემიერმა პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ დაბლოკავს დანარჩენი კლასტერების გახსნას, თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინისთვის მეექვსე კლასტერთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.