ევროკავშირმა შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარმოდგინა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონი ევროკავშირისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა.
კალასის განცხადებით:
„ჩვენ ვაძლიერებთ უსაფრთხოებაზე მუშაობას შემდეგი მიმართულებით:
- ახალი საზღვაო უსაფრთხოების ჰაბი – ეს იქნება ევროპის ადრეული შეტყობინების ჰაბი შავ ზღვაში. ეს გააძლიერებს სიტუაციური ცნობიერების ამაღლებას და დაგვეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში.
- გაუმჯობესებული სამხედრო მობილობა – ჩვენი შემოთავაზებაა რეგიონული პორტების, რკინგზის და აეროპორტების გაუმჯობესება, რათა ის გაუმკლავდეს მძიმე სამხედრო აღჭურვილობას. ეს გაუმჯობესებები ჯარებს საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ ის, რაც, როცა და სადაც სჭირდებათ.
- ძლიერი თანამშრომლობა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ – შავი ზღვის რეგიონი ჰიბრიდული საფრთხეების პირდაპირი სამიზნეა. ევროკავშირი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს თანამშრომლობა კიბერთავდასხმების, დეზინფორმაციის და სხვა მტრული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ დავაბანდებთ თანხებს ხელოვნურ ინტელექტში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, ასევე ხელს შეუწყობს მედიაწიგნიერების ზრდას და ფაქტების გადამოწმების ქსელებს.
შავი ზღვის მნიშვნელობა უდიდესია უსაფრთხოების, ვაჭრობის და ენერგეტიკის კუთხით. რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ კავშირებს ევროკავშირთან. ხდება გეოპოლიტიკური ცვლილებები. უკრაინა და მოლდოვა მიიწევენ ევროკავშირის წევრობისკენ. საქართველოც, თუ ის დაუბრუნდება ევროპულ გზას. თურქეთი არის სასიცოცხლო მნიშვნელობის პარტნიორი და კანდიდატი ქვეყანა.
თუმცა, რეგიონის პოტენციალი ზარალდება რუსეთის ომით. ხდება საჰაერო სივრცის დარღვევები, თავდასხმები პორტებსა და გადაზიდვის წერტილებზე”. – განაცხადა კაია კალასმა.