ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ მთავრობის ციფრული პლატფორმა ekalata.gov.ge ამოქმედდა

პუბლიკა

ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ მთავრობის ციფრული პლატფორმა ekalata.gov.ge ამოქმედდა. ვებგვერდი 12 სუპერმარკეტის ქსელს აერთიანებს, როგორებიცაა: „გუდვილი“, „კარფური“, „მაგნიტი“, „ორი ნაბიჯი“, „კალათა“, „ლიბრე“, „სპარი“, „ნიკორა“, „უნივერსამი“, „აგროჰაბი“, „დეილი“, „ზღაპარი“.

2 ივნისს მთავრობის განკარგულებით ცნობილი გახდა, რომ პლატფორმის შექმნაზე 53 000 დაიხარჯებოდა.

„საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთიანი ციფრული პლატფორმის მეშვეობით ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ელექტრონული ვებპლატფორმის დამზადებისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ  საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გამოუყოს არაუმეტეს 53 000 ლარისა“, – ნათქვამი იყო განკარგულებაში.