გამყრელიძის თქმით, საქართველო მუშაობს კოვიდის სამკურნალო პრეპარატების მიღებაზე

პუბლიკა

„გიდასტურებთ, რომ საქართველო მუშაობს ამ პრეპარატების მიღებაზე“, – განაცხადა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„მხოლოდ საქართველოში კი არა, ყველგან განიხილება. ეს არის ორი ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი, ერთი „ფაიზერის“ და მეორე „მერკის“. ჯერ ბრიტანეთმა დაამტკიცა „მერკის“ [წამალი], მაგრამ „ფაიზერს“ დაამტკიცებს მალე ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია. სხვადასხვა მექანიზმით მოქმედი პრეპარატია ორივე, მაგრამ უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედი პრეპარატებია, დაახლოებით ისეთივე მოქმედების მექანიზმი აქვთ, რაც აქვს გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატს („ტამიფლუს“ სახელწოდებით რომ არის ცნობილი). თუ იღებ დაწყებისას, 5 დღის განმავლობაში ვირუსის დადგენიდან, მაშინ ეფექტი ძალიან დიდია, დაახლოებით, 80%-დან 90%-მდე ამცირებს დაავადების შემდგომ განვითარებას, გართულებას და სიკვდილიანობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.