განსაკუთრებით ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას საბოტაჟური მოქმედებების დაგეგმვაში - ვოლსკი

პუბლიკა

„არის კიდევ ერთი გარემოება – ახალგაზრდების ძალიან დიდი წრე, ძალიან დიდი საზოგადოება, განსაკუთრებით ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას რაღაც კონსპირაციული, დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვართ ყოველდღიურად. ეს არის ის ბნელი მხარე იმ პოლიტიკური დაპირისპირებისა, რომელიც, სამწუხაროდ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მსოფლიოსთან ერთად საქართველოს ახასიათებს ყოველდღიურობაში“, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს განიხილავენ.

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულმა კომიტეტებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას დაუჭირა მხარი.

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი საბოლოოდ კენჭის საყრელად პლენარულ სხდომაზე გავა.