გეგმა უცვლელია, ხვალ აქცია 2 ადგილას გაიმართება - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, 12 ნოემბერს აქციები ორ ადგილას გაიმართება.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ 300 არაგველისა და დიდუბის მეტროსთან შეიკრიბებიან.

„გეგმა უცვლელია – გამარჯვებამდე. ჩვენ ხვალ შევიკრიბებით 2 სხვადასხვა წერტილში, „300 არაგველის“ მეტროსთან დღის 2 საათზე და ასევე, მეტროსადგურ „დიდუბესთან“ ამავე დროს”, – განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მელიას პერმანენტული აქციები აქვს დაანონსებული.

LB loan image desktop LB loan image mobile