HBO „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის კადრებს აქვეყნებს

პუბლიკა

HBO სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის კადრებს ავრცელებს. House of the dragon-ში მოქმედება „სამეფო კარის თამაშებამდე“ 200 წლით ადრე ხდება და ტარგარიენების დინასტიაზე მოგვითხრობს. სერიალი მარტინის წიგნის „ცეცხლი და სისხლის“ მიხედვით არის გადაღებული.

ახალი სერიალის პროდიუსერი და სცენარის თანაავტორი ჯორჯ რ. რ. მარტინია. House of the dragon ეკრანებზე 2022 წელს გამოვა.