იტალიაში ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 627 ფაქტი დაფიქსირდა

ახალი მონაცემებით, იტალიაში ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 627 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ Worldometer-ზე განახლდა.

გუშინდელი მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში 3,405 იყო, ხოლო განახლებული ინფორმაციით ეს რიცხვი 4,032-ს შეადგენს.

20 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვია 47,021, რაც იმას ნიშნავს, რომ დადასტურდა 5,986 ახალი შემთხვევა.

იტალია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ჯერ კიდევ გუშინ, იტალიის გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა.