კიევში აშშ-ს საელჩომ თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაციისთვის სახ. დეპს მიმართა - CNN

პუბლიკა

CNN-ის ინფორმაციით, კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, რომ ქვეყნიდან ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყოს.

წყაროს მიერ გამოცემისთვის მიწოდებული ინფორმაციით, აშშ-მ უკვე აცნობა უკრაინის მთავრობას, რომ ევაკუაცია, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყება.

მედიის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ეს არ დაუდასტურებია და აღნიშნა, რომ “ამ დროისთვის არაფერი აქვთ გასაცხადებელი”.