გერმანიამ ესტონეთს უკრაინისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემა დაუბლოკა - WSJ

პუბლიკა

გერმანიამ უკრაინის არმიისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემის ნებართვაზე ნატო-ს მოკავშირე ესტონეთის მოთხოვნა დაბლოკა. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების რაკეტებისა და სხვა სახის იარაღის გაგზავნის უფლება მისცა.

უკვე ორ თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile