მე მზად ვარ, ჩავენაცვლო მძევლებს - გიგი უგულავა

პუბლიკა

გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა, ჩაენაცვლოს მძევლებს, რომლებიც, მისი თქმით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ „ყაჩაღს“ ჰყავს აყვანილი.

„თუ გამტაცებელი გვისმენს ან პოლიციას მინდა მოვუწოდო, ვთხოვო და შევთავაზო: მე რამდენადაც ვიცი, 3 მძევალია დარჩენილი. შესთავაზოს პოლიციამ, რომ მზად ვარ, ჩავენაცვლო იმ ადამიანებს. რამდენიმეს შევხვდი, ვინც გამოვიდა.

მზად ვარ, ჩავენაცვლო იქ დარჩენილ სამს. თუ გვისმენს გამტაცებელი, ხმაური სჭირდება თუ რა სჭირდება, ჯერჯერობით, უცნობია, ჯობია, დეპუტატობის კანდიდატი იყოს [მძევალი] და მზად ვარ ყოველგვარი ზედმეტი ყალბი იმეების გარეშე… ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგოს… თუ იქნება ორმხრივი თანხმობა, მზად ვარ, ჩავენაცვლო მძევლებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ „მთავარის“ ეთერში.