მიმინოშვილი მისი კანდიდატურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ლიკა ზაკაშვილი

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

მაია მიმინოშვილის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხლებოდეს.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე განხილული კანდიდატებიდან მაია მიმინოშვილი ერთ-ერთია.” – წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

დღეს მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა.