მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს და მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია ეკლესიაში არმისვლით - იმნაძე

პუბლიკა

„მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს და მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის და ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”,  – ასე უპასუხა დღეს პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნლისტის ერთ-ერთი შეკითხვას.

საქართველოში 6 აპრილის მდგომარეობით კორონავირუსით 188 ინფიცირებული ადამიანია.