„ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია. გამოხატეთ პროტესტი. არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები. მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!“ – საზოგადოებრივი, სათემო, მედია და სხვა ორგანიზაციები მოქმედ დიპლომატებს მიმართავენ და ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯების გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებას ცდილობს. „რუსული კანონის“ მიღება კი საბოლოოდ ჩაკეტავს ევროალტანიკური ინტეგრაციის გზას. ამიტომ წერილის ავტორები მოუწოდებენ დიპლომატებს, რომ უერთგულონ ქვეყნის ინტერესებს. ამ დროისთვის წერილს 68 ხელომწერი ჰყავს.
„შეუძლებელია, ვერ ხედავდეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მცდელობას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, შეცვალოს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას, დაპირისპირებაში შევიდეს ჩვენს პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპულ კავშირთან, რაც საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციასა და რუსეთის გავლენის სფეროში, ავტორიტარული ქვეყნების ბანაკში მოხვედრას უქადის.
თქვენ ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდით საქართველოს NATO-სა და ევროპულ კავშირში გაწევრიანების მიზანს. თქვენ კარგად იცით, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაციიდანაც, რომ „რუსული კანონის“ მიღება საბოლოოდ ჩაუკეტავს საქართველოს გზას ევროპული კავშირისკენ, NATO-სკენ და მარტო დატოვებს ქვეყანას რუსული საფრთხის წინაშე.
ახლა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური განცხადებების გაკეთებასა და საქართველოს მოკავშირეებთან დიპლომატიურ პაექრობაში შესვლას გავალებთ, ეროვნული ინტერესებისა და პროდასავლური პოლიტიკის მიმართ თქვენს ერთგულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს მომავალი საფრთხეშია. ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია. გამოხატეთ პროტესტი. არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები. მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!“, – ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ:
1.საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი);
2.ჟურნალისტიკის რესურსცენტრი – JRC;
3.საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი – GARB;
4.მწვანე ალტერნატივა;
5.კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი;
6.განათლების კოალიცია;
7.დემოკრატიის ინდექსი – საქართველო;
8.საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS;
9.საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი;
10.მედიის განვითარების ფონდი;
11.საქართველოს ევროპული ორბიტა;
12.ევროპის ფონდი;
13.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
14.საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
15.სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
16.დემოკრატიის მცველები;
17.ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);
18.საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB);
19.ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
20.საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
21.ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
22. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
23. თბილისი პრაიდი;
24. სამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD);
25. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG);
26. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
27. საქართველოს სასოფლო დარბაზი;
28. Climate Basics ქლაიმათ ბეიზიქს;
29. ცვლილებების სცენა • A Scene of Change;
30. Movement;
31. Georgian Institute of Politics (GIP);
32. რეპროდუქციული განათლების ჰაბი;
33. IBDIPC;
34. ექსპორტის განვითარების ასოციაცია;
35. ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI;
36. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC);
37. რაჭის სათემო ორგანიზაცია;
38. პრევენცია პროგრესისთვის;
39. გიორგი ტუმასიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური რეზერვი 2017-2021 წლები;
40. სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის;
41. მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში;
42. SAUNJE;
43. ა(ა)იპ არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“;
44. მამუკა კოტეტიშვილი, ფიზიკური პირი;
45. ლომეკი;
46. ყვარლის ევროკლუბი;
47. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC);
48. მედია აპრილი;
49. მოძრაომა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”;
50. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითრების ფონდი”;
51. საზოგადოება და ბანკები;
52. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი;
53. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG);
54. ღია სივრცე კავკასია (COS);
55. ნეოგენი;
56. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის;
57. ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი;
58. გურიის სამოქალაქო ცენტრი;
59. ჯეოქეისი;
60. ღრმ სტრუქტურული რეფორმების ცენტრი;
61. საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი;
62. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC);
63. International Business Development and Investment Promotion Center;
64. Atlantic Council of Georgia;
65. ISET კვლევითი ინსტიტუტი;
66. ნატო ბაჩიაშვილი – გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე;
67. თენგიზ ფხალაძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი
68. გიორგი რუხაძე – საქართველოს სტრატეგიული ანალიზიც ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი.