„მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა“ - ჰარცელი ბათუმის ტრაგედიაზე

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი 8 ოქტომბერს ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება.

„მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს“, – წერს Twitter-ზე კარლ ჰარცელი.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი. ნგრევას ცოცხლად გადაურჩა 37 წლის კაცი, რომელიც ამ დროისთვის ადგილობრივ კლინიკაში მკურნალობს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.