ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5.
„დაუჯერებელია! ის ყველა დროის ერთერთი საუკეთესოა. ოცნება ამიხდა. ის ჩემი კერპი იყო. ის არაჩვეულებრივი, დაუჯერებლად კარგი მოთამაშეა“, – თქვა ბასილაშვილმა მატჩის შემდეგ.
მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, 1/2 ფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიცს შეხვდება და მატჩი 13 მარტს გაიმართება.