პროკურატურა ადასტურებს, რომ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. ინფორმაცია „პუბლიკას“ საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

როგორც „პუბლიკას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ბასილაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს – რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პირველმა ჩოგანმა ყოფილ ცოლს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

LB loan image desktop LB loan image mobile