„ოცნება“ მოსამართლეების საკონსტიტუციო სარჩელზე კვერენჩხილაძის აცილებას მოითხოვს

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოში „საერთო სასამართლოების შესახებ“ მოსამართლეების საჩივრის განხილვაზე მომხსენებელი მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას მოითხოვს.

ხუთი მოქმედი მოსამართლე – ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია – საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

საუბარია კანონში შესულ ცვლილებაზე, რომლითაც გამკაცრდა მოსამართლეთა დისციპლინური სახდელები, შეიცვალა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები.

„ქართული ოცნება“ მოსამართლე კვერენჩხილაძის აცილების საფუძვლად კანონის შესახებ მის მიერ აზრის საჯაროდ დაფიქსირებას ასახელებს.

„მოსამართლე კვერენჩხილაძემ ღიად და საჯაროდ სოციალური ქსელის მეშვეობით დააფიქსირა პოზიცია იმ საქმესთან დაკავშირებით,რომელზეც არის მომხსენებელი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში. შესაბამისად, ცხადია, ლეგიტიმურია, რომ ის ვერ იქნება მიუკერძოებელი ამ საქმეზე. ასე, რომ აცილების მოთხოვნა ლეგიტიმური და დასაბუთებულია“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს, მისი აცილების თხოვნას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოიტანს.

„მე ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ მოსამართლის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცივილური ფორმა გახლავთ მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილებები და სასამართლო აქტები. შესაბამისად, საკითხის ჩემი აცილების თაობაზე განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ის მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩემი პოზიცია აცილების შუამდგომლობის საფუძვლიანობის თაობაზე ამ გადაწყვეტილებაში იქნება დაფიქსირებული“, – ამბობს მოსამართლე „ფორმულასთან“.


ხუთი მოქმედი მოსამართლე – ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია – საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა და მისი შინაარსი ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარია კანონში შესულ ცვლილებაზე, რომლითაც გამკაცრდა მოსამართლეთა დისციპლინური სახდელები, ასევე არსებულს დაემატა დისციპლინური გადაცდომის ახალი სახე და გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. შეიცვალა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები.