პრინციპში, დიპლომატიურად გასცა პასუხი, მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის - ყაველაშვილი რუბიოზე

პუბლიკა

„პრინციპში, დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის“ – ასე აფასებს „იმედთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პასუხს.

ყაველაშვილს ასევე ჰკითხეს ირაკლი კობახძის წერილზე.

 „ჩვენ ნამდვილად მივეცით დრო არსებულ ახალ ადმინისტრაციას. ჩვენ ვსაუბრობდით ტრამპის არჩევნებამდე ამ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება შექმნილიყო და დაგვიანებულიყო კიდეც რეაქცია. მაგრამ მთავარი რა არის? მთავარია ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი მზადყოფნა. ჩვენ მზად ვართ. მაშინაც ვამბობდით, ახლაც ვიძახით, რომ აუცილებელია გადატვირთვა. და აუცილებელია, თუნდაც გუშინ გამოჩნდა იმ კითხვიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება სახელმწიფოებს შორის მსგავსი დამოკიდებულება და სპეკულაციური ინფორმაციის ფონზე მოსთხოვო შენ, შენ ხელისუფალს, რომ ამ ასე ვთქვათ ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდეს ესა თუ ის რეაქცია, ამა თუ იმ ქვეყანასთან და გუშინ, პრინციპში, დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის“, – თქვა ყაველაშვილმა.

მას ჟურნალისტმა უთხრა, რომ ახსენეს სიტყვათშეთანხმება „ანტიამერიკული მთავრობა“, რაზეც ყაველაშვილი პასუხოსბ, რომ ეს იყო კითხვიდან გამომდინარე.